04/07/23421 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

მიხეილ სააკაშვილზე უკრაინის ხელისუფლების პოზიცია შეურაცხმყოფელია - კობახიძე

"ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველოს მესამე პრეზიუდენტთან დაკავშირებით უკრაინის ხელისუფლების პოზიცია "შეურაცხმყოფელია".

როგორც კობახიძემ აღნიშნა, მას საკითხზე ვრცლად საუბარი არ სურს, რადგან საქართველოს მთავრობის სურვილია შეინარჩუნოს "თუნდაც ცალმხრივი მეგობრობა უკრაინასთან".

"რაც შეეხება უკრაინის პრეზიდენტის გუშინდელ ნაბიჯს, რაც უკავშირდება მიხეილ სააკაშვილს, მე არ მინდა ღრმად შევიდე ამ თემაში, ერთი მარტივი მიზეზის გამო, რომ საქმე ეხება იმ ქვეყნის პრეზიდენტს რომელიც ომის მდგომარეობაშია, მაგრამ ზოგადად, ხელისუფლების ეს პოზიცია ჩვენთვის, რა თქმა უნდა, შეურაცხმყოფელია.

შეურაცხმყოფელი იყო თავისთავად ისიც, რომ როგორც თავადვე აღიარეს შემდეგ, ჩვენმა ოპონენტებმა, უკრაინის ხელისუფლების კონკრეტული მაღალჩინოსნები იყვნენ ჩართული სააკაშვილის საქართველოში გამოგზავნაში და დღეს, როცა იგივე ხელისუფლება ითხოვს სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნებას, ეს რა თქმა უნდა, შეიცავს შეურაცხყოფის ნიშნებს. მე არ მინდა ამაზე ღრმად შევიდე, ჩვენი სურვილია, რომ თუნდაც ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში დავრჩეთ უკრაინის ხელისუფლებასთან იმიტომ რომ ეს ქვეყანა დღეს ომის მდგომარეობაშია", - თქვა ირაკლი კობახიძემ.

შეგახსენებთ, 3  ივლისს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენესკიმ უკრაინისთვის მიხეილ სააკაშვილის გადაცემა მოითხოვა. მან საქართველოს ელჩს უკრაინაში 48 საათის განმავლობაში ქვეყნის დატოვების განკარგულება მისცა იმისთვის, რომ თბილისში გამართოს კონსულტაციები მიხეილ სააკაშვილის უკრაინისთვის გადაცემის საკითხზე.

როგორც ვოლოდიმირ ზელენსკიმ საკითხზე საუბრისას აღნიშნა, ახლა რუსეთი საქართველოს ხელისუფლების ხელით კლავს უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილს.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

Shalva Ketsbaia

(347) 543 2282
,
  • 80

Tatiana Aristova, Esq.

(215) 355-9095
FEASTERVILLE-TREVOSE, PA
  • 80

წმ. დავითის სახელობის მონასტერი

Hanover Township, PA
  • 60

SOPHIE KVANTALIANI

(908) 240-2610
, NJ
  • 60

Guest House Restaurant

(718) 891-3111
Brooklyn, NY