30/06/23377 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

სააკაშვილის ავანტიურამ მოაბრუნა საქართველოში რუსული ჯარი - კობახიძე 2008 წლის ომზე

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე პრემიერმინისტრის ნარატივს იმეორებს და ამბობს, რომ მესამე პრეზიდენტის,  მიხეილ სააკაშვილის ავანტიურამ მოაბრუნა საქართველოში რუსული ჯარი. მანამდე ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში ანგარიშის წარდგენისას თქვა, რომ 2007 წელს გავიდა რუსული ჯარი ქვეყნიდან და რამდენიმე თვეში ენმ-ს წევრებმა შემოაბრუნეს.
"სააკაშვილის ავანტიურამ მოაბრუნა საქართველოში რუსული ჯარი, ის, რომ დღეს 40 კილომეტრში თბილისიდან დგას რუსული ჯარი, არის სწორედ სააკაშვილის ავანტიურისტული ქმედებების დამსახურება. მე ჩამოგითვლით როგორ მიდიოდნენ ნაბიჯ-ნაბიჯ აქეთკენ, მაგალითად, როგორ აღადგინეს სამხრეთ ოსეთის ავტონომიური რესპუბლიკის საზღვრები, ეს გააკეთა სააკაშვილმა, სხვას არავის გაუკეთებია, მეორე, მათ დაარქვეს ზემო აფხაზეთი კოდორის ხეობას, ესეც გააკეთა სააკაშვილმა, სააკაშვილმა ჩაატარა ალტერნატიული სეპარატისტული არჩევნები ცხინვალის რეგიონში, მუდმივი საუბარი მილიტარიზაციაზე, ესეც გააკეთა სააკაშვილმა და დაპირებები იმასთან დაკავშირებით, რომ მოხდებოდა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, იმ წლის დასაწყისში კონკრეტულ ამომრჩეველს ჰპირდებოდა სააკაშვილი იმას, რომ ერთ წელიწადში ისინი შეხვდებოდნენ საკუთარ სახლებში, ეს ავანტიურისტული ქმედებები საბოლოო ჯამში მიზნად ისახავდა იმ შედეგის დადგომას, რომელიც დადგა", - თქვა კობახიძემ. 
მან ისევ გაიმეორა, რომ ევროსაბჭოს რეზოლუციას "ნაცმოძრაობამ" ხელი მოაწერა, იქ კი წერია, რომ სააკაშვილმა დაიწყო საბრძოლო მოქმედებები. 
"თვითონ სააკაშვილს აქვს ნათქვამი, რომ მან დაიწყო ომი, სააკაშვილმა თქვა ეს. ასევე, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ მაშინ სააკაშვილმა დაიწყო ომი, პირდაპირ თქვა, არა მარტო საქართველომ დაიწყო ომიო, სალომე ზურაბიშვილის მიერაა ნათქვამი, რაც ძალიან ცუდი ნათქვამი იყო, მაგრამ ნუ მან თქვა, ასევე თქვა, რომ მძინარე ცხინვალს დაესხა თავს ქართული ჯარი. თქვენ ეს კითხვები დაუსვით თქვენ პარტნიორებს, ანუ სალომე ზურაბიშვილს და ნაცმოძრაობას, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ მათ დაიწყეს ომი, ნაცმოძრაობამ", - თქვა კობახიძემ.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 0

GFlex

(322) 052704
Tbilisi,
  • 80

Юрий Прахин

(718) 946-5099
Brooklyn, NY
  • 100

DudAna

(718) 864-2140
Forest Hills, NY
  • 100

Barami

(201) 333-2200
, NY, NJ, DE, CA
  • 60

GBM Truck Service

(973) 527-3620
Stanhope, New Jersey