30/06/23398 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

სამწუხაროდ, ევროდეპუტატების უმეტესობაში სიტყვა “საქართველო” ასოცირდება ავტოკრატიასთან, ოლიგარქთან, სიტყვის თავისუფლების წინააღმდეგ ბრძოლასთან - არახამია

უკრაინის საპარლამენტო უმრავლესობის ფრაქცია "ხალხის მსახურის" ლიდერი, დავით არახამია Renew Europe Leaders Summit-ზე გამართული შეხვედრების შესახებ ავრცელებს ინფორმაციას და წერს, რომ უკრაინის საკითხთან ერთად, შეხვედრებს არც საქართველოზე საუბრის გარეშე ჩაუვლია:
უკრაინის წარმომადგენელი ვიყავი Renew Europe Leaders Summit-ზე, სადაც შეიკრიბნენ მთავარი ევროკომისრები, ევროპარლამენტარები და სახელმწიფოების ხელმძღვანელები ლიბერალური პარტიებიდან. 
სამიტზე ბევრი პროდუქტიული შეხვედრა შედგა.
მქონდა შეხვედრები ჰუმანიტარული დახმარებისა და კრიზისების მართვის ევროკომისარ იანეს ლენარჩიჩთან. განვიხილეთ კახოვკის კაშხლის ტერაქტით გამოწვეული შედეგების დაძლევისთვის გადასადგმელი ნაბიჯები და უკრაინის განაღმვის სტრატეგიები. თუ ინოვაციურ მეთოდებს არ გამოვიყენებთ, ამან შეიძლება ასობით წელი წაიღოს. 
განვიხილეთ მომავალი წლის ბიუჯეტი და უკრაინის დახმარების პაკეტი. 
ვისაუბრეთ საარჩევნო ციკლებზე ევროპის მასშტაბით და იმაზე,თუ რა გავლენა შეიძლება იქონიოს აღნიშნულმა უკრაინის მხარდაჭერასა და ანტირუსულ სანქციებთან დაკავშირებით არსებულ ერთიანობაზე. 
კიდევ ერთი პრობლემა, რომელსაც ევროკავშირში შესვლის შემდეგ გადავაწყდებით, არის კადრები. ჩვენ უნდა მოვამზადოთ საკადრო რეზერვი უკრაინელებით, რომლებსაც უკრაინიდან ევროპულ ინსტიტუტებში სამუშაოდ გავუშვებთ. 
და მთავარი საკითხი-NATO-ს ვილნიუსის სამიტი. ჩვენი პარტნიორები თვლიან, რომ სამიტის შედეგებზე უკრაინასთან დაკავშირებით არსებობს ფრთხილი ოპტიმიზი. 
რა თქმა უნდა, საქართველოზე საუბრის გარეშე არც აღნიშნულ შეხვედრებს ჩაუვლიათ. სამწუხაროდ, ევროდეპუტატების უმეტესობაში სიტყვა “საქართველო” ასოცირდება ავტოკრატიასთან, ოლიგარქთან, სიტყვის თავისუფლების წინააღმდეგ ბრძოლასთან-მაგრამ, ჩვენ ყველაფერს ვიზამთ იმისთვის, რომ საქართველო ასოცირდებოდეს თავისუფლებასთან, დემოკრატიასთან, ეკონომიკურ აღმავლობასა და კანონის უზენაესობასთან. ამის გარეშე, ჩვენ ერთად ევროკავშირში ვერ შევალთ." წერს არახამია
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

Guest House Restaurant

(718) 891-3111
Brooklyn, NY
  • 80

Oda House

(646) 998-5152
New York, NY
  • 60

Shalva Ketsbaia

(347) 543 2282
,
  • 60

SOPHIE KVANTALIANI

(908) 240-2610
, NJ
  • 80

Greg Prosmushkin

(215) 543-7220
PHILADELPHIA, PA