28/06/23381 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

ირაკლი კობახიძე - „პრიგოჟინისტული“ მიდგომებია, როდესაც შენ გინდა, რომ მაქსიმალურად შეექმნას ქვეყანას პრობლემა, რასაც ჩვენი ოპოზიციის წარმომადგენლები ვერ მალავენ

სასპეკულაციო არაფერია, ჩვენ გვჭირდება მუდმივი კოორდინაცია საერთაშორისო პარტნიორებთან იმისთვის, რომ არ მოხდეს ქვეყნის ტერიტორიის გამოყენება სანქციების გვერდით ავლისთვის - გახსოვთ, ათასი სპეკულაცია და ტყუილი, რომელსაც ავრცელებდნენ შიდა რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები, უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები, სხვა ადამიანები, თუმცა, ყოველ ჯერზე ფაქტებით დამტკიცდა, რომ ეს ყველაფერი ცარიელი ტყუილი იყო,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, სახელმწიფო უწყებები ყველაფერს აკეთებენ, რომ ქვეყნის ტერიტორია არ იყოს გამოყენებული სანქციების გვერდით ავლისთვის.
„ჩვენი ოპონენტები ყველაფერზე სპეკულირებას ცდილობენ. სინამდვილეში ჩვენმა სახელმწიფო სტრუქტურებმა აღკვეთეს სანქციებზე გვერდის ავლის ათეულობით მცდელობა, ეს ცნობილია ჩვენი პარტნიორებისთვის და მუშაობა გრძელდება. ყველა ეტაპზეა საჭირო კოორდინაცია საერთაშორისო პარტნიორებთან, ზუსტად ამ კოორდინაციის გაძლიერებას ემსახურება ის ვიზიტი, რომელიც განხორციელდა. რა თქმა უნდა, ამას გამოიყენებს სპეკულაციისთვის ჩვენი ოპონენტები, სინამდვილეში აქ სასპეკულაციო არაფერია, ჩვენ გვჭირდება, მუდმივი კოორდინაცია საერთაშორისო პარტნიორებთან იმისთვის, რომ არ მოხდეს ქვეყნის ტერიტორიის გამოყენება სანქციების გვერდით ავლისთვის.
რისკები ყოველთვის არსებობს, სწორედ ამისთვის არიან მობილიზებულები სახელმწიფო უწყებები. როდესაც რისკები არსებობს, საჭიროა კოორდინაცია, ეს არის ასეთი შეხვედრების მიზეზი. გახსოვთ, ათასი სპეკულაცია და ტყუილი, რომელსაც ავრცელებდნენ ჩვენი შიდა რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები, უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები, სხვა ადამიანები, თუმცა, ყოველ ჯერზე ფაქტებით დამტკიცდა, რომ ეს ყველაფერი ცარიელი ტყუილი იყო. სახელმწიფო უწყებები ყველაფერს აკეთებენ, რომ ქვეყნის ტერიტორია არ იყოს გამოყენებული სანქციების გვერდით ავლისთვის, მომავლისთვისაც საჭიროა სიფხიზლე“, - აღნიშნა კობახიძემ.
კითხვაზე, როგორ შეაფასებს არასამთავრობოების განცხადებას, რომ პარტნიორების ვიზიტი სიგნალია, რომ შემდეგი ნაბიჯი სანქცია იქნება, კობახიძე განმარტავს, რომ „პრიგოჟინისტული“ მიდგომებია, როდესაც შენ გინდა, რომ მაქსიმალურად შეექმნას ქვეყანას პრობლემა, რასაც ჩვენი ოპოზიციის წარმომადგენლები ვერ მალავენ“.
„ჩვენ არ ვაწესებთ სანქციებს რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ, მაგრამ არავის ვაძლევთ ამ ტერიტორიის გამოყენების საშუალებას სანქციების გვერდით ავლისთვის“,- აღნიშნა კობახიძემ.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

Tatyana Edwards-Behar

(619) 699-5875
San Diego, CA
  • 80

Dali Khokhobashvili

(347) 628-0818
Brooklyn, NY
NO IMAGE
  • 60

Maia Beridze

(347) 236-5921
,
  • 100

PA Auto Inspection

(215) 259-7500
Philadelphia, PA
  • 40

Alena Shautsova

(917) 885-2261
BROOKLYN, NY