28/06/23270 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

ხატია დეკანოიძე - თავდასხმები არის მხოლოდ სისუსტის გამოხატულება, ამით ვერავის შეაშინებენ - ჩვენ დავდივართ ქუჩაში, საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მარტო, მათსავით დაცვით და 9 მანქანით არ დავდივართ

ასეთი თავდასხმები არის მხოლოდ და მხოლოდ სისუსტის გამოხატულება, ვერავის შეაშინებენ ამით, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ ტელეკომპანია „ფორმულას“ ერთ-ერთ დამფუძნებელზე, მიშა მშვილდაძეზე თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით აღნიშნა.
მისივე თქმით, ეს არის იმ პროპაგანდის, ორგანიზებული ძალადობის შედეგი, რომელიც არის „ქართული ოცნების“ მხრიდან ოპოზიციასა და ყველა კრიტიკულად განწყობილ ადამიანზე მიმართული.
“დარწმუნებული ვარ, ეს არის იმ პროპაგანდის, ორგანიზებული ძალადობის შედეგი, რომელიც არის „ქართული ოცნების“ მხრიდან ოპოზიციასა და ყველა კრიტიკულად განწყობილ ადამიანზე მიმართული. ეს ახლა არ დაწყებულა, ეს დაიწყო ძალიან დიდი ხნის წინ. მაშინ ძალიან ცოტა ადამიანი აქცევდა ამას ყურადღებას. ორგანიზებული, წახალისებული პროპაგანდა, პროპაგანდის ტალახს რომ მიუშვერენ ადამიანს, ეს ყველაფერი მოქმედებს იმისთვის, რომ თქვა ვიღაც გაბრაზებული ადამიანები არიან. ჩემი სოლიდარობა ყველა ამ ადამიანს. ასეთი თავდასხმები არის მხოლოდ და მხოლოდ სისუსტის გამოხატულება, ვერავის შეაშინებენ ამით. დავდივართ ქუჩაში, საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მარტო. მათსავით დაცვით და 9 მანქანით არ დავდივართ“, - განაცხადა დეკანოიძემ.
ამასთან, როგორც დეკანოიძემ აღნიშნა, ის ძალადობის მექანიზმები, რომელიც წინასაარჩევნოდ ამოქმედდა, ძალიან მძიმეა სტატუსის მიღების პერიოდში.
„ოლივერ ვარჰეის განცხადებაში ძალიან სწორად და კარგად იყო აღნიშნული თუ რამდენი რეკომენდაციაა შესრულებულა და რა არის ძირითადი პრობლემები. რეკომენდაციების დიდი ნაწილი, სამი რეკომენდაციის გარდა, ბოლომდე არ არის შესრულებული, ეს ეხება მედიაპლურალიზმს. ჩემი პოზიცია არის ძალიან სკეპტიკური. ჩვენ გვითხრეს, რომ არსებობს გეოპოლიტიკური მოსაზრებები ევროკავშირში და ევროკომისიაში, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია გვესმოდეს, საშინაო დავალება არ არის შესასრულებელი! ასევე, ეს არის თანხვედრა ევროკავშირისა და ევროკომისიის საბაზო პოლიტიკაზე. ის ძალადობის მექანიზმები, რომელიც წინასაარჩევნოდ ამოქმედდა, ძალიან მძიმეა სტატუსის მიღების პერიოდში. კანდიდატის სტატუსზე პასუხისმგებლობა აქვს უმრავლესობასა და ხელისუფლებას. არცერთ ჩემს კოლეგას ოპოზიციიდან, კანდიდატის სტატუსზე, გარდა პოზიტიური გზავნილისა არც ბრიუსელში, არც სხვა საერთაშორისო პარტნიორებთან ადგილზე არაფერი უთქვამს.
რაც შეეხება ო’სალივანის, ო’ბრაიანისა და მათი ბრიტანელი კოლეგის ჩამოსვლას საქართველოში, სანქციების "ტრიოს" ვიზიტი საქართველოში არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ, რომ მათი განცხადებით, საქართველო იყო პრობლემური ქვეყანა, განსაკუთრებით, რუსეთში ელექტრონული ტვირთების გადაზიდვის კონტექსტში. ვფიქრობ, თუ ამ მიმართულებით, საქართველო, როგორც სანქციების დამრღვევი ქვეყანა გამოვლინდა, ეს იქნება კატასტროფული ჩვენი ქვეყნისთვის. ამიტომ ჩვენი პარტნიორების მხრიდან ყურადღების გამახვილება, კიდევ ერთხელ ხაზგასმა და მითითებები არის ძალიან მნიშვნელოვანი“, - განაცხადა დეკანოიძემ.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

Tatyana Edwards-Behar

(619) 699-5875
San Diego, CA
  • 60

SOPHIE KVANTALIANI

(908) 240-2610
, NJ
  • 80

Max Chania REALTOR

(215) 776-7093
Jenkintown, PA
  • 60

წმ.თამარ მეფის ეკლესია

(571) 213-8895
Washington, D.C.
  • 60

GBM Truck Service

(973) 527-3620
Stanhope, New Jersey