28/06/23560 ნახვა წყარო: radiotavisupleba.geფოტო: radiotavisupleba.ge

ნავალნის თქმით, პრიგოჟინის ამბოხებისას არავინ დადგა პუტინის დასაცავად

რუსმა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა ალექსეი ნავალნიმ, რომელიც ვლადიმირის ოლქმა კოლონიაში იხდის სასჯელს, კომენტარი გააკეთა კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ ხელმძღვანელის, ევგენი პრიგოჟინის ამბოხებაზე.
ნავალნის თქმით, მომხდარის შესახებ მან შეიტყო ახალ სისხლის სამართლის საქმეზე გამართულ სასამართლო სხდომაზე - მის საკანში რადიო 1 ივნისიდან გამორთულია და სხვა პატიმრებს მასთან ურთიერთობა ეკრძალებათ.
„ამიტომ, როდესაც ადვოკატებმა ‘სასამართლო დარბაზში’ მკითხეს: „აბა, როგორ ჩაიარა თქვენთან სამხედრო მდგომარეობამ?’ - მე მეგონა, რომ ეს რაღაც ახალი ხუმრობა ან საინტერნეტო მემი იყო, რომელიც ჩემამდე ჯერ არ იყო მოსული.
და როდესაც ერთი წუთის შემდეგ მათ მითხრეს როსტოვის აღების, ჩამოგდებული შვეულმფრენებისა და სამხედრო კოლონის შესახებ, რომელიც მოსკოვში მიდიოდა ‘პირუტყვი შოიგუს მოსაკლავად’ და ნიღბიანი სასამართლოს თანამშრომლებიც უსმენდნენ და თავს უკრავდნენ, მე სულ ველოდებოდი, როდის დაიძახებდა ვინმე: ‘ეს არის პროგრამა “როზიგრიში” [იუმორისტული ტელეშოუ - რედ.]!’. მაგრამ არავის დაუძახია,“ წერს ნავალნი.
პოლიტიკოსის თქმით, რუსეთისთვის პუტინის რეჟიმზე დიდი საფრთხე არ არსებობს.
„ეს არ იყო დასავლეთი ან ოპოზიცია, რომელმაც ჩამოაგდო რუსული შვეულმფრენები რუსეთის თავზე. რუსეთი სამოქალაქო ომის ზღვარზე არც ‘კორუფციასთან ბრძოლის ფონდს’ მიუყვანია (და არც იმას, რომ ჩვენ იქიდან წამოვედით). ეს პირადად პუტინმა გააკეთა. შეგახსენებთ, რომ მან პირადად შეიწყალა ყველა ის მსჯავრდადებული, ვინც შოიგუს და კიდევ ვიღაცების მოსაკლავად მიემგზავრებოდა,“ განაცხადა ნავალნიმ.
პოლიტიკოსი თვლის, რომ პუტინის რეჟიმი იმდენად საშიშია ქვეყნისთვის, რომ მისი გარდაუვალი დაშლაც კი სამოქალაქო ომის საფრთხეს წარმოშობს, ვინაიდან პუტინის მომხრეები მზად არიან, ‘ნებისმიერ მომენტში დაიწყონ ყველას ომი ყველას წინააღმდეგ’.
„იმ მომენტში, როდესაც სამხედრო კოლონები მოსკოვში მიემგზავრებოდნენ მის დასაპყრობად, არავინ დადგა პუტინის დასაცავად, მის გარშემო არ მოხდა ერის არავითარი გაერთიანება. ჩვენ (ჯერ) ზუსტად არ ვიცით, რამდენად პოპულარულია პრიგოჟინი და მისი იდეები ჯარებში, მაგრამ მთლიანობაში პუტინი იქ კიდევ უფრო ნაკლებად პოპულარულია, ყოველ შემთხვევაში მეომარ ნაწილებში,“ წერს ნავალნი.
ნავალნის ახალი ბრალი წაუყენეს სისხლის სამართლის კოდექსის შვიდი მუხლით. ამ მუხლებიდან ყველაზე მძიმე არის ექსტრემისტული თემის შექმნა. ასეთ თემებად რუსეთის ხელისუფლება მიიჩნევს კორუფციასთან ბრძოლის ფონდს და ნავალნის შტაბებს. ამ მუხლით მას შეიძლება ათ წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიესაჯოს.
სხვა მუხლებია ექსტრემიზმისკენ მოწოდებები, არაკომერციული ორგანიზაციის შექმნა, რომელიც არღვევს მოქალაქეთა უფლებებს, ექსტრემიზმის დაფინანსება, არასრულწლოვანთა ჩართვა საშიშ ქმედებებში და ნაციზმის რეაბილიტაცია. ტერორიზმის შესახებ მუხლის ეპიზოდი ცალკე საქმედ არის გამოყოფილი.
თავად ნავალნი და მისი თანამოაზრეები სისხლისსამართლებრივ დევნას პოლიტიკურად მიიჩნევენ.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 0

წმ.გრიგოლ ხანძთელის სახელობის ეკლესია

(224) 650-0238
Manville, NJ
  • 40

Natalia Vassilieva

(718) 676-9061
BROOKLYN, NY
  • 80

Greg Prosmushkin

(215) 543-7220
PHILADELPHIA, PA
  • 40

წმ.მარიამ მეგვიპტელის მართლმადიდებელი სამრევლო

New York, NY
  • 60

Larisa Tenberg

(215) 713-6464
PHILADELPHIA, PA