05/06/23592 ნახვა წყარო: accentnews.geფოტო: accentnews.ge

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ნიკა გვარამიას შეწყალებაზე ოფიციალური განაცხადი შეიტანეს

„ნიკა გვარამიას თავისუფლების მოძრაობის” წევრებმა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში „მთავარი არხის” დირექტორის ნიკა გვარამიას შეწყალებასთან დაკავშირებით ოფიციალური განაცხადი შეიტანეს. დოკუმენტებს თან ერთვის ორი ინსტანციის, თბილისის საქალაქო სასამართლოს და სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებები.
„ნიკა გვარამიას თავისუფლების მოძრაობის“ წევრები ამბობენ, რომ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გადაწყვეტილება ქვეყნის ინტერესების შესაბამისად უნდა მიიღოს.
„ვთხოვთ პრეზიდენტს შეიწყალოს ნიკა გვარამია. შევიტანეთ განაცხადი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში და დოკუმენტს თან დავურთეთ საქმის მასალები, ორივე ინსტანციის განაჩენი. მოგეხსენებათ, ჩვენ ვაპელირებთ ნიკა გვარამიას უდანაშაულობაზე, ვამბობთ, რომ ის არის პოლიტიკური პატიმარი. იზიარებს თუ არა ამას პრეზიდნეტი, მოვუწოდებთ, რომ იხელმძღვანელოს ქვეყნის ინტერესით, პოლიტიკური მიზანშეწონილობით. მიუხედავად თავისი პრიადი შეხედულებისა, მიიღოს სწორი გადაწყვეტილება და გაათავისუფლოს ნიკა გვარამია”, – განაცხადა „ნიკა გვარამიას თავისუფლების მოძრაობის“ წევრმა გიორგი ლომიძემ.
მისი თქმით, პრეზიდენტის საჯარო განცხადებებიდან გამომდინარე ჰქონდათ მოლოდინი, რომ ნიკა გვარამია ამ დროისთვის უკვე თავისუფალი იქნებოდა, თუმცა შედეგი ჯერ არ აქვთ, რის გამოც მოქმედებას აგრძელებენ.
„ნიკა გვარამიას თავისუფლების მოძრაობის“ წევრებმა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს „მთავარი არხის“ დირექტორის შეწყალებისკენ რამდენჯერმე აქციებიდანაც მოუწოდეს, მათ შორის აქცია გამართეს პრეზიდენტის ადმინისტრაციასთანაც.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 100

Gzavnili

(718) 676-0022
Brooklyn, New York
  • 100

PA Auto Inspection

(215) 259-7500
Philadelphia, PA
  • 80

Greg Prosmushkin

(215) 543-7220
PHILADELPHIA, PA
  • 60

Shalva Ketsbaia

(347) 543 2282
,
  • 100

Barami

(201) 333-2200
, NY, NJ, DE, CA