კიევში რუსული სადაზვერვო დრონი ჩამოაგდეს
უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ღამით კიევში რუსული სადაზვერვო თვითმფრინავი ჩამოაგდეს - ამის შესახებ ცნობას კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის უფროსი, სერგეი პოპკო Telegram-ზე ავრცელებს.
„ბოლო საჰაერო განგაშის დროს, კიევის საჰაერო სივრცეში მტრის სადაზვერვო უპილოტო საფრენი აპარატი აღმოაჩინეს. დრონი გაანადგურეს საჰაერო თავდაცვის ძალებმა და აქტივებმა“,- ნათქვამია განცხადებაში.პოპკოს თქმით, მსხვერპლისა და ნგრევის შესახებ ინფორმაცია ამ დროისთვის არ ვრცელდება, მონაცემები კი ზუსტდება.