07/05/23515 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

უკრაინის ოფიციალური პირები შიშობენ, რომ კონტრშეტევამ შესაძლოა, პარტნიორების მოლოდინი არ გაამართლოს - WP

The Washington Post პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკისთან და თავდაცვის მინისტრ ოლექსი რეზნიკოვთან ინტერვიუებზე დაყრდნობით წერს, რომ უკრაინის მაღალი თანამდებობის პირები ცდილობენ შეამცირონ მოლოდინები კონტრშეტევებთან დაკავშირებით.
გამოცემის ცნობით, უკრაინის ხელმძღვანელობა ამას აკეთებს იმის შიშით, რომ კონტრშეტევის შედეგმა შეიძლება, არ დააკმაყოფილოს მათი მოკავშირეების მოლოდინი.
გასულ კვირას ვაშინგტონ პოსტისთვის მიცემულ ინტერვიუში ოლექსი რეზნიკოვმა თქვა, რომ "ჩვენი კონტრშეტევასთან დაკავშირებით მოლოდინი მსოფლიოში გადაჭარბებულია".
რეზნიკოვმა თქვა, რომ ”ადამიანების უმეტესობა რაღაც დიდს ელოდება”. მისი აზრით, ამან შეიძლება გამოიწვიოს "ემოციური იმედგაცრუება".
"მე მჯერა, რომ რაც უფრო მეტი გამარჯვება გვექნება ბრძოლის ველზე, გულწრფელად რომ ვთქვათ, მით უფრო მეტი ხალხი დაგვიჯერებს, რაც ნიშნავს, რომ მეტ დახმარებას მივიღებთ,- თქვა ზელენსკიმ. 
WP წერს, რომ კონტრშეტევის დეტალები კვლავ გასაიდუმლოებული რჩება. უკრაინელი ოფიციალური პირები ფიქრობენ იმაზეც: რა შედეგი იქნება საკმარისი დასავლეთზე, განსაკუთრებით ვაშინგტონზე შთაბეჭდილების მოხდენისთვის?
სტატიაში აღნიშნულია - უკრაინაში ზოგიერთი ლიდერი შიშობს, რომ კიევმა შეიძლება, დაკარგოს საერთაშორისო სამხედრო დახმარება ან მოხდეს ახალი ზეწოლა მოლაპარაკების მაგიდასთან დასაბრუნებლად. და იქვე აღნიშნულია, რომ ასეთი მოლაპარაკებები, დიდი ალბათობით, მოიცავს რუსეთის მოთხოვნას სუვერენული ტერიტორიის მოლაპარაკების გზით დათმობაზე, რასაც უკრაინა მიუღებლად მიიჩნევს. 
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 80

Givi Kutidze

(248) 454-1057
Bloomfield Twp, MI
  • 80

Tatiana Aristova, Esq.

(215) 355-9095
FEASTERVILLE-TREVOSE, PA
  • 100

PA Auto Inspection

(215) 259-7500
Philadelphia, PA
  • 80

HM Cabinets

(609) 240 6277
West Windsor, NJ
  • 60

Tatyana Edwards-Behar

(619) 699-5875
San Diego, CA