09/02/23604 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

კელი დეგნანი - ვიცით, რომ არსებობენ ჯგუფები, რომლებიც ცდილობენ ჩვენს პარტნიორობას ძირი გამოუთხარონ, შექმნან დაბნეულობა და დაყოფა - ეს კლასიკური „კგბ/ფსბ“-ს სტრატეგიაა

ორივე ქვეყანას გვაქვს გამონათქვამი, რომ ჭეშმარიტება იბადება კამათში. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გვქონდეს შესაძლებლობა, განვიხილოთ ჩვენი განსხვავებული მოსაზრებები, მაგრამ ეს დისკუსია პატივისცემის ფარგლებს არ უნდა გასცდეს. უნდა შეგვეძლოს ერთმანეთის განსხვავებული პოზიციების გაგება, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა კელი დეგნანმა „ინტერპრესნიუსისთვის“ მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, რითაც პარტნიორების მიმართ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების კრიტიკის შესახებ კითხვას უპასუხა.
ელჩის განმარტებით, იმდენად რამდენადაც მნიშვნელოვანია განსხვავებებზე საუბარი და მსჯელობა, მნიშვნელოვანია პატივისცემა სიმართლისა და ფაქტებისადმიც.
„ბუნებრივია, რომ ჩვენ გვექნებოდა აზრთა სხვადასხვაობა პარტნიორობის იმ ხნის განმავლობაში, რომელიც საქართველოსთან გვაქვს. ვფიქრობ, ორივე ქვეყანას გვაქვს გამონათქვამი, რომ ჭეშმარიტება იბადება კამათში. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გვქონდეს შესაძლებლობა, განვიხილოთ ჩვენი განსხვავებული მოსაზრებები. მაგრამ ეს დისკუსია პატივისცემის ფარგლებს არ უნდა გასცდეს. უნდა შეგვეძლოს ერთმანეთის განსხვავებული პოზიციების გაგება. უნდა არსებობდეს პატივისცემა სიმართლისა და ფაქტებისადმი. ჩვენ ვიცით, რომ არსებობენ ჯგუფები, რომლებიც ცდილობენ ჩვენს პარტნიორობას ძირი გამოუთხარონ, შექმნან დაბნეულობა და დაყოფა მიზანმიმართულად იმის გამეორებით, რაც თავადვე იციან, რომ ტყუილი და დეზინფორმაციაა. ეს კლასიკური „კგბ/ფსბ“-ს სტრატეგიაა და ვფიქრობ, ქართველებმა ეს აქამდეც ბევრჯერ ნახეს. ვფიქრობ, რომ უმნიშვნელოვანესი საკითხი აქ არის ის, რომ ყველაფერი, რაც აქ გავაკეთეთ არის შენება ერთად. საქართველომ და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ბოლო 30 წელი იმუშავა უფრო ძლიერი ეკონომიკის, ძლიერი უსაფრთხოების, ძლიერი სანაპირო დაცვისა და სასაზღვრო პოლიციის, ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტების შექმნისა და შენებისთვის, რაც არის საფუძველი იმგვარი საზოგადოებისა და ქვეყნისა, როგორშიც საქართველოს მოსახლეობას სურს ცხოვრება. სწორედ ამაზეა მიმართული ჩვენი ძალისხმევა და უკან ვტოვებთ მათ, ვინც ცდილობს შექმნას დაბნეულობა, გახლეჩილობა და ვინც რეალურად მიჰყვება კრემლის დეზინფორმაციების სახელმძღვანელოს“,- განაცხადა კელი დეგნანმა.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 100

ბევრი

(650) 384-6500
Palo Alto, CA
  • 60

Mano SPA

(347) 355-2846
Brooklyn, NY
NO IMAGE
  • 0

Law Offices of Dizengoff and Yost

(267) 223-5862
Philadelphia, PA
  • 80

Max Chania REALTOR

(215) 776-7093
Jenkintown, PA
  • 60

წმ.თამარ მეფის ეკლესია

(571) 213-8895
Washington, D.C.