09/02/23524 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

სალომე სამადაშვილი - რუსეთში უწერენ სასაუბროს ირაკლი კობახიძეს და „ქართული ოცნების" სხვა წარმომადგენლებს, ეს ხალხი პირდაპირ მოსკოვიდან იღებს ინსტრუქციას, რა უნდა გააკეთონ და რა ილაპარაკონ

რუსეთში უწერენ სასაუბროს ირაკლი კობახიძეს და "ქართული ოცნების" სხვა წარმომადგენლებს, ეს ხალხი პირდაპირ მოსკოვიდან იღებს ინსტრუქციას, რა უნდა გააკეთონ და რა ილაპარაკონ,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან "ლელოს" დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა.
სამადაშვილი გამოეხმაურა ერთი მხრივ, გრიგორი კარასინის განცხადებას, რომ "დასავლეთი საქართველოს ხელების გადაგრეხას ცდილობს", მეორე მხრივ კი ირაკლი კობახიძის შეფასებას, რომ ომში უპირატესობა რუსეთს აქვს.
სამადაშვილი მიიჩნევს, რომ რუსეთს და საქართველოს ხელისუფლებას საერთო ინტერესები აქვთ და "ქართული ოცნებაც" ინსტრუქციებს სწორედ მოსკოვიდან იღებს.
"ყველა ხედავს, რომ განცხადებები, რომელსაც აკეთებს რუსეთის ხელისუფლება და განცხადებები, რომელსაც აკეთებს საქართველოს ხელისუფლება არის სრულიად ურთიერთშეთანხმებული. დღეს არავინ, გარდა რუსეთისა, არ საუბრობს იმაზე, რომ რუსეთს აქვს რაიმე უპირატესობა, ეს არის რუსული პროპაგანდა, რომელსაც ამ შემთხვევაში იმეორებს საქართველოში მმართველი პარტიის თავმჯდომარე. რუსეთის პროპაგანდაა მათ შორის კარასინის განცხადებები, რომ ვიღაც ცდილობს საქართველო ჩართოს საომარ ვითარებაში, როგორც ჩანს კობახიძემ მიიღო ინსტრუქციები მოსკოვში "ქართული ოცნების" მმართველებისგან, თუ რა უნდა ესაუბრონ მათ ქართველ ხალხს. ისინი სარგებლობენ იმით, რომ უსაფრთხოების გამოწვევა საზოგადოებაში ცხადია, არის მთავარი პრიორიტეტი და ატყუებენ თანამოქალაქეებს, რომ თითქოს ვიღაცას სურს საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა. ეს საქართველოსა და რუსეთის ხელისუფლებას სჭირდებათ საერთო ამოცანის განხორციელებაში, რაც არის "ქართული ოცნების" ძალაუფლების შენარჩუნების უზრუნველყოფა. ხაზგასმით ვამბობ, ცხადია, არავის აქვს არანაირი ინტერესი, რომ გაიხსნას სადმე მეორე ფრონტი, რადგან მთავარი ამოცანა დასავლეთის, არის უკრაინაში რუსეთის დამარცხება. მსურს საზოგადოებას შევახსენო ისიც, რომ სანამ კარასინი იტყოდა, რომ დასავლეთის ზეწოლა საქართველოს ხელისუფლებაზე დაკავშირებულია იმასთან, რომ სურთ გაიხსნას "მეორე ფრონტი," ამას ამბობს "ქართული ოცნება" დიდი ხანია, უკრაინაში ომის დაწყების დღიდან ატყუებს ჩვენს თანამოქალაქეებს, რომ ვიღაც თითქოს ითხოვს საქართველოს საომარ მოქმედებებში ჩართვას და უფრო დაპირისპირებულ პოზიციას რუსეთთან. კარასინი იმეორებს იმას, რასაც დიდი ხანია "ქართული ოცნება" საუბრობს, რუსეთში უწერენ სასაუბროებს ირაკლი კობახიძეს და "ქართული ოცნების" სხვა წარმომადგენლებს, ეს ხალხი პირდაპირ მოსკოვიდან იღებს ინსტრუქციას, რა უნდა გააკეთონ, რა უნდა ილაპარაკონ,"- განაცხადა სამადაშვილმა.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 80

Greg Prosmushkin

(215) 543-7220
PHILADELPHIA, PA
  • 60

Georgian bread

(215) 677-4323
PHILADELPHIA, PA
  • 60

Guest House Restaurant

(718) 891-3111
Brooklyn, NY
  • 80

Tatiana Aristova, Esq.

(215) 355-9095
FEASTERVILLE-TREVOSE, PA
  • 40

Natalia Vassilieva

(718) 676-9061
BROOKLYN, NY