04/01/23512 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

კიევი, სოფია, კიშინიოვი, ბერლინი - საქართველოს საელჩოებთან მოქალაქეები მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად შეიკრიბნენ

ამ წუთებში რამდენიმე ქვეყანაში საქართველოს საელჩოსთან მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანის მოთხოვნით აქცია იმართება.
ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში, საელჩოსთან საქართველოს, ბულგარეთისა და უკრაინის მოქალაქეები შეიკრიბნენ. 
"სოფიაში ბულგარელები, უკრაინელები და ქართველები ვმართავთ აქციას, რათა მოვუწოდოთ ევროკავშირს, ასევე ბულგარეთისა და საქართველოს მთავრობებს, რომ დაეხმარონ მიხეილ სააკაშვილს, მიიღოს სამედიცინო დახმარება საზღვარგარეთ. რაც მის თავს ხდება ახლა, ეს არის კაცობრიობის სირცხვილი", - ამბობს აქციის მონაწილე.
აქცია იმართება უკრაინის დედაქალაქ კიევშიც. აქციის მონაწილეების თქმით, მიხეილ სააკაშვილს ციხეში კლავენ, რაც ეწინააღმდეგება ადამიანურ პრინციპებს.
"ჩვენ, უკრაინელები, ახლა ვიბრძვით ჩვენი თავისუფლებისთვის, მიხეილ სააკაშვილს კი, რომელიც ბრძენი და ძლიერი ადამიანია, ციხეში კლავენ. ეს ეწინააღმდეგება ყველა სახის ადამიანურ პრინციპს. ამიტომ, ჩვენ გამოვედით აქციაზე, რათა მოვითხოვოთ, რომ ადამიანს მისცენ სიცოცხლის უფლება. ჩვენ წინააღმდეგი ვართ, რომ ადამიანებს კლავდნენ, განსაკუთრებით კი ციხეში", - თქვა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.
პარალელურად აქცია მიმდინარეობს მოლდოვის დედაქალაქ კიშინიოვსა და გერმანიის დედაქალაქ ბერლინში.
გლობალური აქცია რუსი უფლებადამცველის მარკ ფეიგინის ინიციატივით იმართება. მისი ინფორმაციით, აქცია მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად 40-მდე ქალაქში გაიმართება.
მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანის მოთხოვნით მოქალაქეები საქართველოში, რამდენიმე ქალაქში შეიკრიბებიან. აქცია დაგეგმილია: თბილისში, ქუთაისში, ბათუმში,  რუსთავში, გორში, ზუგდიდში, ჭორვილასა და ურეკში.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

Georgian bread

(215) 677-4323
PHILADELPHIA, PA
NO IMAGE
  • 60

Maia Beridze

(347) 236-5921
,
  • 60

Guest House Restaurant

(718) 891-3111
Brooklyn, NY
  • 80

Greg Prosmushkin

(215) 543-7220
PHILADELPHIA, PA
  • 60

წმ.თამარ მეფის ეკლესია

(571) 213-8895
Washington, D.C.