20/11/22958 ნახვა წყარო: babajana.comფოტო: babajana.com

ოსტინი - არ შეცდეთ, ჩვენ არ ჩავერევით ომში, რომელიც პუტინმა აირჩია. მაგრამ ჩვენ დავიცავთ უკრაინას!

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა რამდენიმე განცხადება გააკეთა ჰალიფაქსის საერთაშორისო უსაფრთხოების ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას. ოსტინმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინის "ვერ-დახმარებამ" რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში , შეიძლება გამოიწვიოს "ტირანია და არეულობა მსოფლიოში".
”უკრაინის ომის შედეგი საშუალებაა განისაზღვროს გლობალური უსაფრთხოების კურსი ამ ახალგაზრდა საუკუნეში  და ჩვენ, ჩრდილოეთ ამერიკაში, განზე დგომის უფლება არ გვაქვს. სტაბილურობა და კეთილდღეობა ატლანტის ოკეანის ორივე მხარეს არის საფრთხის ქვეშ.”
მან ასევე დაგმო რუსეთი არასაბრძოლო იმუნიტეტის ფუნდამენტური პრინციპის დარღვევისთვის, იმის გამო, რომ პუტინის რეჟიმი გასცემს ბრძანებებს მიზანმიმართულად დაარტყან სამოქალაქო ობიექტებს და ინფრასტრუქტურას.
”ეს არ არის მხოლოდ დაშვება, ეს არ არის წესებიდან გასვლა, ეს არის სისასტიკე. არ შეცდეთ, ჩვენ არ ჩავერევით ომში, რომელიც პუტინმა აირჩია. მაგრამ ჩვენ დავდგებით უკრაინის გვერდით, რადგან ის იბრძვის თავის დასაცავად. ჩვენ დავიცავთ NATO-ს ტერიტორიის თითოეულ სანტიმეტრს. პუტინის კოლეგა-ავტოკრატები ამ ყველაფერს თვალყურს ადევნებენ. მათ თავისუფლად შეუძლიათ გამოიტანონ დასკვნები და ჩათვალონ, რომ ბირთვული იარაღის მიღება მისცემს მათ "ნადირობის ლიცენზიას", - ამან შეიძლება მომაკვდინებელი შეიარაღების გავრცელების სახიფათო სპირალი გამოიწვიოს.  მეორე მსოფლიო ომის შემდგომი მსოფლიო წესრიგის დამყარება იმდენად ძვირი დაჯდა რომ, მასზე უბრალოდ უარი ვთქვათ, დავნებდეთ-გამორიცხულია. ჩვენ გვაქვს უსაფრთხოების უზრუნველყოფის ვალდებულებები, რომლებზეც უარს ვერ ვიტყვით", - თქვა ოსტინმა.
მან დასძინა, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის დაწყების შემდეგ, ამერიკელებმა ევროპაში 20 ათასზე მეტი სამხედრო მოსამსახურე განათავსეს, რის შედეგადაც მათი საერთო რაოდენობამ 100 ათას ადამიანს გადააჭარბა. ამ ძალების წინა სამეთაურო პუნქტი და შტაბი მდებარეობს პოლონეთში.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 40

Alena Shautsova

(917) 885-2261
BROOKLYN, NY
  • 60

Sendex

(929) 442 1252
Brooklyn, NY
  • 60

Georgian bread

(215) 677-4323
PHILADELPHIA, PA
  • 80

Givi Kutidze

(248) 454-1057
Bloomfield Twp, MI
  • 60

საქართველოს საელჩო ამერიკის შეერთებულ შტატებში

(202) 387-0864
Washington, D.C.