20/11/22542 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

თურქეთმა სირიასა და ერაყში ქურთი მებრძოლების ბაზები დაბომბა

თურქეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ მათ ავიადარტყმები განახორციელეს ჩრდილოეთ სირიასა და ჩრდილოეთ ერაყში ქურთ მებრძოლთა ბაზებზე, რომლებიც, მისი თქმით, თურქეთზე თავდასხმების განსახორციელებლად გამოიყენებოდა.
Reuters-ის ცნობით,  ქურთების ხელმძღვანელობით სირიის დემოკრატიულმა ძალებმა (SDF) შაბათს გვიან განაცხადეს, რომ თურქეთის ავიაციამ დაბომბა ჩრდილოეთ სირიაში იძულებით გადაადგილებული ხალხით დასახლებული ორი სოფელი.
თურქეთის სამინისტროს განცხადების თანახმად, საჰაერო დარტყმების სამიზნე იყო უკანონო ქურთისტანის მუშათა პარტიის (PKK) და სირიის ქურთული YPG მილიციის ბაზები, რომლებიც თურქეთის თქმით, PKK-ის ფრთაა. 
თურქეთმა სამშაბათს განაცხადა, რომ აპირებს სამიზნეებზე იერიშის მიტანას ჩრდილოეთ სირიაში მას შემდეგ, რაც დაასრულებს საზღვარგარეთ ოპერაციას PKK-ის მებრძოლების წინააღმდეგ ერაყში. მათი თქმით ეს არის პასუხი გასულ კვირას სტამბოლში მომხდარ აფეთქებაზე. 
შეგახსენებთ, მთავრობა ქურთ მებრძოლებს ადანაშაულებს 13 ნოემბერს სტამბოლის ისტიკლალის გამზირზე მომხდარ აფეთქებაში, რომლის შედეგადაც ექვსი ადამიანი დაიღუპა და 80-ზე მეტი დაშავდა. არცერთ დაჯგუფებას არ აუღია პასუხისმგებლობა გადატვირთულ საცალფეხო გამზირზე მომხდარ აფეთქებაზე, ხოლო PKK და SDF უარყოფენ მონაწილეობას.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

Shalva Ketsbaia

(347) 543 2282
,
  • 80

Dali Khokhobashvili

(347) 628-0818
Brooklyn, NY
  • 40

Alena Shautsova

(917) 885-2261
BROOKLYN, NY
  • 60

SOPHIE KVANTALIANI

(908) 240-2610
, NJ
  • 100

Gzavnili

(718) 676-0022
Brooklyn, New York