21/10/22617 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

რამდენიმე კვირა გაქვთ, ამხილოთ ივანიშვილის რეჟიმი - ხაბეიშვილი "ოცნებასთან" დაახლოებულ 4 ბიზნესმენს მიმართავს

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" განცხადებით, მუშაობენ ბიზნესმენების ვასილ ჩიგოგიძის, ალექსანდრე დალაქიშვილის, ანტონ ობოლაშვილისა და ისკო დასენის სანქცირებაზე. ამ თემაზე განცხადება ლევან ხაბეიშვილმა გააკეთა და მოუწოდა მათ, ამხილონ "ივანიშვილის რეჟიმი" და დატოვონ უმრავლესობა. 
"მე მინდა მოკლე განცხადება გავაკეთო და მოვუწოდო "ქართული ოცნების" უმრავლესობის წევრებს, ბიზნესმენებს, რომლებიც არიან პარლამენტში, ახლა მე დავასახელებ ოთხ მათგანს, თუმცა ეს არ არის ცხადია ვიწრო წრე, რომელი მიმართულებითაც ჩვენ ვმუშაობთ, საუბარია ბიზნესმენ ვასილ ჩიგოგიძეზე, ალექსანდრე დალაქიშვილზე, ანტონ ობოლაშვილზე და ისკო დასენზე, ჩემო ძვირფასებო, ჩვენ ვაგროვებთ მტკიცებულებებს თქვენ რუსულ კავშირებთან დაკავშირებით, ასევე, სხვებთან დაკავშირებით, თუმცა დღეს მხოლოდ ამ ოთხით შემოვიფარგლებით, თქვენ გაქვთ რამდენიმე კვირა ჯერ კიდევ ამხილოთ ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი რუსეთის ომის დაფინანსებაში ფაქტობრივად, დატოვოთ უმრავლესობა და უზრუნველყოთ "ქართული ოცნების" უმრავლესობის დაშლა პარლამენტში", - თქვა ლევან ხაბეიშვილმა. 
მისი განცხადებით, ეს გამოიწვევს ახალ არჩევნებს და ხელისუფლების ცვლილებას. ხაბეიშვილი ამბობს, რომ უკრაინის ანტიკორუფციული სამსახურის სიაში არიან ვანო ჩხარტიშვილი, რუხაძე, ხიდაშელი და ფარცხალაძე.  
პარტიის კიდევ ერთი წევრი, ხატია დეკანოიძე ამბობს, რომ უკრაინის მიერ სანქცირებულთა სია გაფართოვდება და ბიძინა ივანიშვილმა, ისევე როგორც "ოცნებამ" კარგად იცის, რატომ არ არის ჯერ ამ ჩამონათვალში.
"ბიძინა ივანიშვილის კაპიტალს აუცილებლად დაემუქრება საფრთხე სანქციების სახით, იმ შემთხვევაში, თუ ის არ ჩამოსცილდება მმართველობას" - ამბობს დეკანოიძე.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

NO IMAGE
  • 60

ლია ბარნაბიშვილი

(718) 490 3179
,
  • 60

Shalva Ketsbaia

(347) 543 2282
,
  • 60

გენ. საკონსულო ნიუ იორკში

(212) 922-1722
New York, NY
  • 100

TONE CAFÉ

(718) 332-8082
Brooklyn, NY
NO IMAGE
  • 60

Maia Beridze

(347) 236-5921
,