07/10/22821 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

ვალერი გელბახიანი - მიხეილ სააკაშვილის პოზიციაა, რომ როგორი რთულიც არ უნდა იყოს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, საპროტესტო აქციები არ დაიგეგმოს

თბილისი. 07 სექტემბერი. „ინტერპრესნიუსი“ - ვაფრთხილებ ყველა ექიმს, რომ ლეტალური შედეგის დადგომის შემთხვევაში, ექიმი მიეცემა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაში, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ვალერი გელბახიანმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრისას განაცხადა.
ვალერი გელბახიანის განცხადებით, იყო შემთხვევა, როცა სამედიცინო პერსონალის მიერ გაიცა ცნობა, რომ მიხეილ სააკაშვილის დაკითხვა შესაძლებელი იყო, მაგრამ რეალურად მას მაღალი წნევა და ტემპერატურა ჰქონდა.
„გაიცა სამედიცინო პერსონალის მიერ ისეთი დოკუმენტი, რომელიც საერთოდ ეწინააღმდეგება პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას. პერსონალმა იცოდა, რომ მას ჰქონდა მაღალი წნევა, მაღალი ტემპერატურა და მაინც გაიცა ცნობა, რომ მისი დაკითხვა შეიძლებოდა. მე არ ვიცი ამ დოკუმენტის ნამდვილობაზე როდის შეიძლება მსჯელობა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ცეცხლთან თამაშია ექიმების მხრიდან, მე ამას ვაფრთხილებ ყველა ექიმს, რომ ლეტალური შედეგის დადგომის შემთხვევაში ექიმი მიეცემა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაში... მე ვამბობ, რომ რეალური სურათი და ცნობარში ასახული მონაცემები ურთიერთგამომრიცხავი იყო, რომელიღაც არის არანამდვილი და ეს არის შესასწავლი.
დღეს მე წავიკითხე ერთ-ერთი წამყვანი ექიმის წერილი, არ ვმალავ ჩემს ემოციას, აღშფოთებული ვარ. აღმაშფოთებელი კონსტრუქცია იყო ჩადებული, თითქოს სააკაშვილი არ არის ავად, მაშინ გვითხრან, სასიცოცხლო პარამეტრები გაუმჯობესდა თუ არა ამ ხნის განმავლობაში რაც სააკაშვილი საავადმყოფოში წევს? რომელიმემ გვითხრას გაუმჯობესდა? რა თქმა უნდა არა. მაღალი ტემპერატურის მიზეზი რა არის რომელიმემ გვითხრას, ვერ გვეუბნებიან. ხან ფილტვია - არ არის ფილტვი, ხან კოვიდმა დატოვა - არ ჰქონია კოვიდი, ხან ვირუსია - არ არის ვირუსი. პერსონალი ვერ ადგენს, რა არის სიცხის გამომწვევი მიზეზი, რა დავარქვათ ამას? ძალიან დიდი პატივისცემით მინდა მოვეპყრო ყველას, მაგრამ სიმართლე ვთქვათ, მათაც თქვან სიმართლე, ვერ ადგენენ და არ გვექნება პრეტენზია. ადამიანი დღითი დღე ხელიდან გვეცლება და ექიმი გამოდის და ამბობს, არაფერი არ სჭირს, როგორ შევაფასოთ ეს?“, - განაცხადა ვალერი გელბახიანმა.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 0

GFlex

(322) 052704
Tbilisi,
  • 100

Gzavnili

(718) 676-0022
Brooklyn, New York
  • 100

Eti Saladze

(718) 305-1606
Brooklyn, NY
  • 60

Mano SPA

(347) 355-2846
Brooklyn, NY
  • 80

HM Cabinets

(609) 240 6277
West Windsor, NJ