07/10/22655 ნახვა წყარო: formulanews.geფოტო: formulanews.ge

ზელენსკი: 1 ოქტომბრიდან ხერსონის ოლქში 500 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გათავისუფლდა

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, 1 ოქტომბრიდან უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ხერსონის ოლქში 500 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს.
"მხოლოდ 1 ოქტომბრიდან და მხოლოდ ხერსონის რეგიონში, ნახევარ ათას კვადრატულ კილომეტრზე მეტი ტერიტორია და ათეულობით დასახლებული პუნქტი გათავისუფლდა და დასტაბილურდა.
აუცილებლად დადგება დღე, როდესაც ჩვენ ზაპოროჟიეს რეგიონში წარმატებების შესახებ მოვყვებით. ასევე იმ ტერიტორიებზე, რომლებსაც ჯერ კიდევ ოკუპანტები აკონტროლებენ. დადგება დღე, როცა ჩვენ ყირიმის გათავისუფლებაზე ვისაუბრებთ და ეს პერსპექტივა აშკარაა.
ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი: როგორც უკრაინელებისთვის, ასევე ჩვენი პარტნიორებისთვის - ყველასთვის, ვინც აფასებს თავისუფლებას და საერთაშორისო კანონს," - თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.
გუშინ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ხერსონის რეგიონში რუსი ოკუპანტებისგან კიდევ რამდენიმე სოფელი გაათავისუფლეს. მისი თქმით, უკრაინის არმიამ დაიბრუნა ნოვოვოსკრენსენსკეს, ნოვოჰრიჰორივკასა და პეტროპავლივკას დასახლებები. ამასთან, უკრაინის პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ უკრაინული ჯარები წინ ხერსონის სოფლების გავლით მიიწევენ. 
პუტინმა და მარიონეტმა ლიდერებმა უკრაინის 4 რეგიონის: ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკის და ლუჰანსკის რუსეთის შემადგენლობაში შესვლას ხელი 30 სექტემბერს მოაწერეს.
27 სექტემბერს, უკრაინაში რუსეთის მიერ ოკუპირებულ ოთხ ტერიტორიაზე, დონეცკში, ლუჰანსკში, ხერსონსა და ზაპორიჟიეში ე.წ. რეფერენდუმები დასრულდა. უკრაინა და დასავლეთი არალეგიტიმურ რეფერენდუმს არ აღიარებს. 

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 0

წმ.გრიგოლ ხანძთელის სახელობის ეკლესია

(224) 650-0238
Manville, NJ
  • 60

Tatyana Edwards-Behar

(619) 699-5875
San Diego, CA
  • 100

TONE CAFÉ

(718) 332-8082
Brooklyn, NY
  • 100

DudAna

(718) 864-2140
Forest Hills, NY
  • 60

ღვთისმშობლის შობის სამრევლო ბრუკლინში

(347) 417-1741
Brooklyn, NY