20/08/22775 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

რატომ აკრიტიკებენ მოკავშირეებს? რატომ არ არიან გაბედულები, როდესაც რუსეთის აგრესიის შესახებ კითხვებზე უწევთ პასუხის გაცემა? - თორნტონი

საქართველოს მთავრობა არ უნდა აძლევდეს ამა თუ იმ შესაძლებლობას, ან საბაბს რუსეთს, რომელზეც მას შეუძლია [საკუთარი ვერსიების] განვრცობა - ამის შესახებ საქართველოში „ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის“ ყოფილმა დირექტორმა და გერმანიის მარშალის ფონდის, "დემოკრატიის დაცვის ალიანსის" ხელმძღვანელმა, ლორა თორნტონმა "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში განაცხადა.
მან გაეროში რუსეთის ელჩის მოადგილის, დიმიტრი პოლიანსკის განცხადებაზე ისაუბრა, რომელმაც თქვა, რომ ომი 2008 წელს საქართველომ დაიწყო, ხოლო საქართველოს დღევანდელმა ხელისუფლება, "აღიარა სულელური შეცდომა, რომელიც სააკაშვილმა დაუშვა". 
ჟურნალისტის კითხვას - რამდენად სარისკო ჰგონია ასეთი კომენტარების გაკეთება რუსეთის მხრიდან, თორნტონმა უპასუხა:
"ვფიქრობ [ასეთი განცხადებები] ძალიან საშიშია, თუმცა არც ისაა ახალი, როდესაც რუსეთი ისტორიის გადაწერას ცდილობს. მათ შეცვალეს ნარატივები საქართველოს შესახებ, იგივე გააკეთეს ყირიმში. მათ ისტორიის გადაწერა სურთ და თუ ბრალის ასარიდებლად ისინი იპოვიან იმ ხელჩასაჭიდს, რომ საქართველოში ვიღაცამ რაღაც თქვა და ამას დაეყრდნობიან, მას განავრცობენ, ისინი ამას აუცილებლად გააკეთებენ.
ვფიქრობ ის, რაზეც თქვენ მიუთითებთ კითხვის მეორე ნაწილში, ძალიან ბევრ ჩვენგანს აშფოთებს. საქართველოს მთავრობა არ უნდა აძლევდეს ამა თუ იმ შესაძლებლობას, ან საბაბს რუსეთს, რომელზეც მას შეუძლია [საკუთარი ვერსიების] განვრცობა. ასე რომ, როდესაც რუსეთთან ურთიერთობაზეა საუბარი, ძალიან ნათელი უნდა იყოს ყველაფერი და არავითარ შემთხვევაში არ უნდა დარჩეს ადგილი ყოყმანის, დაბნევის, ან რბილად საუბრისთვის", - თქვა ლორა თორნტონმა.
კითხვაზე, ფიქრობს თუ არა, რომ საქართველოს მთავრობა რუსეთს ამ მიზეზებს აძლევს, თორნტონმა აღნიშნა, რომ დასავლეთის ლიდერების მასობრივი კრიტიკა და რუსეთთან დაკავშირებული საკითხების გამო "თითის წვერებზე სიარული" ჭკვიანური არ არის.
"სულ უფრო და უფრო რთული ხდება ჩემთვის და სხვა იმ ადამიანებისთვის, ვისაც საქართველოს დემოკრატიაზე გული შესტკივა, რომ მათ [საქართველოს მთავრობას] ამ ეჭვების მიუხედავად, მათ დავუჯეროთ.
დასავლეთის ლიდერების მასობრივი კრიტიკა, რუსეთთან დაკავშირებული საკითხების გამო "თითის წვერებზე სიარული", ბრალდებები, რომ რადგან სხვები რუსეთის წინააღმდეგ მტკიცე წინააღმდეგობას გამოხატავენ, ეს, როგორღაც, საქართველოს ომში ითრევს - არ ვფიქრობ, რომ ჩამოთვლილთაგან რომელიმე ჭკვიანურია. არ ვფიქრობ, რომ საქართველოს მთავრობა თუნდაც შეკითხვებს უნდა სვამდეს ამ თემებთან დაკავშირებით. ვიმეორებ, ძალიან ნათელი უნდა იყოს როგორია მათი პოზიცია. ფაქტი, რომ არსებობს თუნდაც ეჭვები იმასთან დაკავშირებით, ხომ არ არიან ისინი რუსეთის მომხრეები, ძალიან ხელისშემშლელია.
სამართლიანობისთვის უნდა ვთქვათ, რომ საქართველოს მთავრობა ყოველთვის ამბობდა, რომ ისინი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მომხრეები არიან და ეს ისევ არის ქვეყნის საგარეო პოლიტიკის მიმართულება. მაგრამ, რატომ აყენებენ ჩრდილს ამას? რატომ აკრიტიკებენ დასავლელ მეგობრებს და მოკავშირეებს? რატომ არ არიან გაბედულები, როდესაც რუსეთის აგრესიასთან დაკავშირებულ კითხვებზე უწევთ პასუხის გაცემა? მოკავშირეებისთვის ეს მხოლოდ ართულებს საქართველოს მხარდაჭერას", - თქვა ლორა თორნტონმა.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

Shalva Ketsbaia

(347) 543 2282
,
NO IMAGE
  • 0

Law Offices of Dizengoff and Yost

(267) 223-5862
Philadelphia, PA
  • 80

OLGA GORELIK

(718) 596-8888
Brooklyn, NY
  • 60

Mano SPA

(347) 355-2846
Brooklyn, NY
NO IMAGE
  • 60

ლია ბარნაბიშვილი

(718) 490 3179
,