20/08/22697 ნახვა წყარო: netgazeti.geფოტო: netgazeti.ge

სპეციალისტები მიიღებენ ზაპოროჟიის სადგურის შემოწმების ნებართვას - პუტინი

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის თქმით, “გაეროს” ოფიციალური პირები მიიღებენ ნებართვას, მოინახულონ და შეამოწმონ ზაპოროჟიის ატომური კომპლექსი. შესაბამისი განცხადება კრემლმა გაავრცელა პუტინისა და საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის სატელეფონო საუბრის შემდეგ.
ზაპოროჟიის სადგური რუსეთს მარტის დასაწყისიდან აქვს ოკუპირებული. ადგილზე დარჩენილი უკრაინელი თანამშრომლები სადგურს რუსების ხელმძღვანელობის პირობებში ამუშავებენ.
რელიზში, რომლითაც საფრანგეთისა და რუსეთის ლიდერებს შორის სატელეფონო საუბარს აღწერს, კრემლი აღნიშნავს, რომ  პუტინი დათანხმდა, გაეროს გამომძიებლებს “აუცილებელი დახმარება” გაუწიოს ბირთვულ ობიექტზე წვდომისათვის.
რელიზის მიხედვით, “ორივე ლიდერმა აღნიშნა” ქარხანაში “გაეროს” ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ექსპერტების გაგზავნის აუცილებლობა, სიტუაციის ადგილზე შესაფასებლად.
BBC-ის ცნობით, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელი მიესალმება ხსენებულ ინიციატივას და ამბობს, რომ მზადაა, თავად უხელმძღვანელოს ვიზიტს.
“ამ უაღრესად არასტაბილურ და მყიფე ვითარებაში, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ არ განხორციელდეს რაიმე ახალი ქმედება, რამაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ატომური ელექტროსადგურის უსაფრთხოებას”, — ციტირებს მას ტელეკოკომპანია.
ატომური სადგურის შემოწმების პერსპექტივას ღამით გავრცელებულ მიმართვაში უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც მიესალმა, თუმცა იქვე თქვა, რომ კონკრეტული დეტალები ჯერაც ზუსტდება.
“თუ გაგრძელდება რუსული შანტაჟი რადიაციით, ეს ზაფხული შეიძლება დარჩეს ევროპის სხვადასხვა ქვეყნის ისტორიაში, როგორც ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული”, — დასძინა მან.
უკანასკნელ კვირებში სადგურის მიმდებარე ტერიტორია მძიმე საარტილერიო ცეცხლის ქვეშაა, რაშიც კიევი და მოსკოვი ერთმანეთს ადანაშაულებენ. უკრაინის თანახმად, რუსეთმა პარაკსევსაც განაგრძო ტერიტორიის დაბომბვა და 4 სამოქალაქო პირი დაშავდა ქალაქ მარჰანეცში, რომელიც სადგურთან ახლოს, მდინარის გადაღმა მდებარეობს.
კიევი რუსეთს ასევე ადანაშაულებს ატომური სადგურის სამხედრო ბაზად გადაქცევაში — კერძოდ, სამხედრო აღჭურვილობის, იარაღისა და ასეულობით სამხედროს განლაგებაში ადგილზე. უკრაინა აცხადებს, რომ რუსეთი სადგურს ფარად იყენებს მდინარე დნიპროს მიმდებარე ქალაქებზე შეტევისას.
თავად რუსეთი უარს ამბობს ატომური სადგურის სრულ დემილიტარიზებაზე და აღნიშნავს, რომ ეს ნაბიჯი ობიექტს “უფრო დაუცველს” გახდის. ამასთან, მოსკოვმა წერილი მისწერა გაეროს უსაფრთხოების საბჭოს, რომლითაც უკრაინას სადგურის გარშემო პროვოკაციების მომზადებაში სდებს ბრალს. ამასთან, წერილში უარყოფილია, რომ რუსეთი ადგილზე იარაღს ინახავს, ობიექტის დაბომბვაში კი უკრაინაა დადანაშაულებული.
რუსეთის ფედერაცია უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. არაერთი უკრაინული ქალაქი მიწასთან არის გასწორებული, დაიღუპა ათასობით ადამიანი, მათ შორის, ბავშვები.
აშშ-მა, რომელიც უკრაინას იარაღით ეხმარება, პარასკევს პირობა დადო, რომ ქვეყანას მეტ იარაღსა და საბრძოლო მასალას გაუგზავნის. თავდაცვითი აღჭურვილობის ახალი პაკეტის ჯამური ღირებულება  $775 მილიონია.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 40

Alena Shautsova

(917) 885-2261
BROOKLYN, NY
  • 80

Irine Javakhadze

(215) 519-5678
Southampton, PA
NO IMAGE
  • 0

Law Offices of Dizengoff and Yost

(267) 223-5862
Philadelphia, PA
  • 60

Guest House Restaurant

(718) 891-3111
Brooklyn, NY
  • 80

წმ. დავითის სახელობის მონასტერი

Hanover Township, PA