07/02/22951 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

ირაკლი ქადაგიშვილი ადეიშვილთან დაკავშირებით - თვითონ აცემინეს თავი, რათა ჩავარდნილი დღის წესრიგი აქტუალური გახადონ - გავხადოთ ეს ჭეშმარიტებად?

პროვოკაცია მოაწყვეს თვითონ, რომ პროვოკაციით ამოტივტივდნენ ზემოთ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა "ნაციონალური მოძრაობის" ერთი-ერთი ლიდერის ნუგზარ წიკლაურის განცხადებას, რომლის თანახმადაც ზურაბ ადეიშვილზე თავდასხმა "ქართული ოცნების" ხელწერაა.
როგორც საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ განაცხადა, ზოგადად, ნებისმიერ ადამიანზე, ვინც არ უნდა იყოს ის, ძალადობის წინააღმდეგია, რა მდგომარეობაც და რა გამაღიზიანებელიც არ უნდა იყოს.
„ყოვლად მიუღებელია როგორც მორალური, პოლიტიკური, ისე სამართლებრივი კუთხითაც. რა მოხდა რეალურად, რა იყო მოტივი, მიზეზი, თავდამსხმელები ვინ იყვნენ, ალბათ, ამასთან დაკავშირებით უკრაინაში გამოძიება მიმდინარეობს. არ გამოვრიცხავ, რომ (თავდასხმა) შესაძლოა მის ძველ საქმიანობასაც უკავშირდებოდეს და ვიღაც იყოს, ვინც ამაზე შურისძიებას ფიქრობდა. არაფერს გამოვრიცხავ და წინასწარ არც არაფერს ვუშვებ“, - აცხადებს ქადაგიშვილი.
მან უპასუხა გადაცემის წამყვანის კითხვას, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ნუგზარ წიკალურმა გადაცემაში ადეიშვილზე თავდასხმაში „ქართული ოცნება“ დაადანაშაულა.
„ეს კიდევ გვიჩვენებს ოპოზიციაში მყოფი დეპუტატის განცხადებასთან დაკავშირებით „ობიექტურობას“, განსაკუთრებით „ნაციონალური მოძრაობისა“. მარტივია, მაშინ, მე ვიტყვი ასე ხელაღებით, რომ თვითონ აცემინეს თავი იმისთვის, რომ რამენაირად თავიანთი ჩავარდნილი დღის წესრიგი ისევ აქტუალური გახადონ და რა, გავხადოთ ეს ჭეშმარიტებად? პროვოკაცია თვითონ მოაწყვეს, რომ პროვოკაციით ამოტივტივდნენ ზემოთ“, - აცხადებს ქადაგიშვილი.
ცნობისთვის, უკრაინული მედიის ინფორმაციით, კიევში, გენერალური პროკურორის მრჩეველს, საქართველოს იუსტიციის ყოფილ მინისტრს ზურაბ ადეიშვილს უცნობი პირები თავს დაესხნენ. გამოცემის წყაროს ინფორმაციით, მომხდარი ადეიშვილის საქართველოში მოღვაწეობას უკავშირდება. მედია წერს, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ის საავადმყოფოში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. კიევის პოლიციაში განაცხადეს, რომ მიმდინარეობს გენპროკურორის მრჩეველზე თავდასხმის გარემოებების დადგენა.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 0

GFlex

(322) 052704
Tbilisi,
  • 60

Larisa Tenberg

(215) 713-6464
PHILADELPHIA, PA
  • 80

Dali Khokhobashvili

(347) 628-0818
Brooklyn, NY
  • 40

წმ.მარიამ მეგვიპტელის მართლმადიდებელი სამრევლო

New York, NY
  • 100

ბევრი

(650) 384-6500
Palo Alto, CA