16/02/211 517 ნახვა წყარო: accentnews.geფოტო: accentnews.ge

ხმალაძე: „არ ვფიქრობ, რომ ეს სიკეთეს მოუტანს „ქართულ ოცნებას“ და უპირველესად, ქვეყანას“

ეს არ არის სამართლებრივი პროცესი! პირველ რიგში, ეს პოლიტიკური პროცესი გახლავთ,– ასე აფასებს „აქცენტთან“ კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე ენმ–ის თავმჯდომარის ნიკა მელიას ირგვლივ განვითარების მოვლენებს. საპარლამენტო უმრავლესობამ მას სადეპუტატო იმუნიტეტი მოუხსნა, რაც პროკურატურას მისი დაკავებისკენ გზას უხსნის.
„პატიმრობის მიზნები პირდაპირ არის განსაზღვრული სისხლის სამართლის კანონმდებლობით: როდესაც არსებობს მიმალვის, მოწმეებზე ზემოქმედების, ბრალდებულის მხრიდან მტკიცებულებათა განადგურების საფრთხე – ამ შემთხვევაში გამოიყენება პატიმრობა. ჩვენ კონკრეტულ შემთხვევაში არც ერთი ეს საფუძველი არ გვაქვს. პატიმრობის შეფარდება იმის გამო, რომ გირაო არ გადაიხადა, არის არასწორი, უკანონო!
დგება კითხვა, თავის დროზე გირაოს შეფარდება რამდენად იყო სწორი. იმ შემთხვევში ჯერ კიდევ შეიძლებოდა ამის რაღაცნაირად გამართლება, რომ მიმდინარეობდა გამოძიება. მაგრამ 2019 წლის ივნისის მოვლენების შემდეგ წელიწადნახევარზე მეტი გავიდა. თუ რამე გამოსაძიებელი იყო, აქამდეც უნდა დაესრულებინათ. ეს არ არის შემთხვევა, როდესაც გამოსაძიებელი და დასადგენი ძალიან რთული რამ არის. პროცესები მთელი საზოგადოების თვალწინ მიმდინარეობდა და ასეთი რა ვერ დაადგინეს, რომ საქმე სასამართლოს გადასცემოდა?! მეტსაც ვიტყვი, უკვე დაწესებული გირაოს მოხსნაც კი შეძლებოდა უკვე, რადგან მიმალვის საფრთხე არ არსებობდა“,– ამბობს „აქცენტთან“ ხმალაძე.
ამასთან, კონსტიტუციონალისტი განმარტავს, რომ ოპოზიციონერი დეპუტატისთვის კონსტიტუციით დადგენილი იმუნიტეტი ემსახურება პოლიტიკური მოტივით სისხლის სამართლებრივი დევნისგან დაცვას:
„ამ საქმეში სრულიად აშკარაა პოლიტიკური მოტივი, ყოველ შემთხვევაში, ის მაღალი ალბათობით არსებობს და პარლამენტმა ფაქტობრივად, არასამართლებრივი, არამედ, პოლიტიკური გადაწყეტილება მიიღო და უკვე მეორედ შექმნა პრეცედენტი, პარლამენტის წევრისთვის პოლიტიკური მოტივის არსებობის პირობებში, იმუნიტეტის მოხსნის თაობაზე. ეს ძალიან ცუდია ქვეყანაში პოლიტიკური პროცესების განვითარებისთვის“.
მისი შეფასებით, სამართლებრივი იარაღის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება თავად გამომყენებელსაც აზიანებს:
„დავუშვათ, რომ პროკურატურამ გადაწყვეტილება პოლიტიკური ხელისუფლებისგან დამოუკიდებლად მიიღო. „ქართული ოცნების“ ადგილას ამ მოთხოვნას არ დავაკმაყოფილებდი. ხოლო, თუ გადაწყვეტილება პოლიტიკური ხელისუფლების ზემოქმედების შედეგად იქნა მიღებული, მას შევაფასებდი როგორც პოლიტკური ხელისუფლების მხრიდან მეტისმეტად არაგონივრულ მოქმედებას, რადგან რაც არ უნდა მოჰყვეს მელიას დაპატიმრებას, პირველ რიგში, ზიანი სწორედ მმართველ პარტიას მიადგება: სამართლებრივი მხარე აქ გამოყენებულია როგორც იარაღი, მაგრამ იარაღს თუ არ გამოიყენებ სწორად – იმ დროს, როცა საჭიროა მისი გამოყენება და ისე, როგორც უნდა გამოიყენო, ზიანი თავად იარაღის გამომყენებელსაც ადგება. ეს ეხება სამართლებრივ იარაღსაც – მოქმედებას, რომელსაც მავანი რაღაც მიზნის მისაღწევად იყენებს. დგება კითხვა, რა მიზნის მიღწევას ცდილობენ? დასაჯონ პირი იმისთვის, რომ არ ემორჩილება ხელისუფლების მოთხოვნას, რომელიც მას უსამართლოდ მიაჩნია? ამისთვის პოლიტიკოსის დასჯის უამრავი მაგალითი გვაქვს რუსეთში. თუ ამგვარად აპირებენ მოქმედების გაგრძელებას, არ ვფიქრობ, რომ ეს სიკეთეს მოუტანს უპირველესად, ქვეყანას და თავად მათაც“.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 80

Givi Kutidze

(248) 454-1057
Bloomfield Twp, MI
  • 80

WORLD CLASS MMA & JUDO

(267) 792-9400
Philadelphia, PA
  • 60

Mano SPA

(347) 355-2846
Brooklyn, NY
  • 40

წმ.მარიამ მეგვიპტელის მართლმადიდებელი სამრევლო

New York, NY
  • 60

Georgian bread

(215) 677-4323
PHILADELPHIA, PA