პარლამენტმა ნიკა მელიას იმუნიტეტი მოუხსნა - 88 მომხრე, 2 წინააღმდეგი
პარლამენტის სხდომაზე, სადაც ენმ-ის თავმჯდომარის ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნისა და მისთვის გირაოს პატიმრობით შეცვლის შესახებ პროკურატურის მოთხოვნა განიხილეს, გადაწყვეტილება მიღებულია - პარლამენტმა ნიკა მელიას სადეპუტატო უფლებამოსილება შეუჩერა.
რეგისტრაცია 94-მა დეპუტატმა გაიარა, ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოსახსნელად 76 დეპუტატის თანხმობა იყო საჭირო.
კენჭისყრაზე მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერისთვის იმუნიტეტის მოხსნას სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობამ მხარი დაუჭირა: 88 მომხრე, 2 წინააღმდეგი. ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნას მხარი არ დაუჭირეს "მოქალაქეების" წარმომადგენლებმა ალეკო ელისაშვილმა და ლევან იოსელიანმა.
რაც შეეხება ნიკა მელიას, ენმ-ის ლიდერი გირაოს გადახდას ისევ არ აპირებს, პარლამენტის სხდომას ენმ-ის სათაო ოფისიდან ადევნებს თვალს და აცხადებს, რომ ვერ დაიჭერენ.