14/02/201 961 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

მარია ზახაროვა - ვიდრე საქართველოს შიდა ვითარება დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ ვინ ჩავა იქ რუსეთიდან და ვინ არა, იქნება პრობლემები

დისკუსია იმაზე, თუ ვინ უხელმძღვანელებს რუსეთის დელეგაციას ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მომავალ სხდომაზე თბილისში, პროვოკატორების მიერ გამოიყენება თავის ვიწრომიმართულების მქონე ინტერესებისთვის,- ამის შესახებ რუსეთის ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ რადიოსადგურ „კამსამოლსკაია პრავდას“ ეთერში განაცხადა. მან კომენტარი გააკეთა საკითხზე, თუ დაესწრება მინისტრთა კომიტეტის აღნიშნულ სხდომას საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი.
„სუვერენულ სახელმწიფოში არაფერი უნდა იცვლებოდეს სხვა სახელმწიფოს წარმომადგენელთა ჩასვლით ან არჩასვლით. ეს ნიშნავს, რომ იქ რაღაც ისე არ არის. ეს ნიშნავს, რომ პროვოკატორები მუშაობენ, რომლებიც ამ მომენტით, პოტენციურით ან არარეალიზებულით, წყვეტენ მხოლოდ თავის ვიწრო მზაკვრულ ინტერესებს“ - განაცხადა ზახაროვამ. მისი თქმით, რუსეთი საქართველოს აღიქვამს, როგორც სუვერენულ სახელმწიფოს თავისი ინტერესებით.
„იმ მომენტამდე, ვიდრე შიდაპოლიტიკური, საქართველოს შიდა ვითარება დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ ვინ ჩავა იქ რუსეთიდან და ვინ არა, იქნება პრობლემები. სულ ეს არის. ეს უნდა გადაიტანო და გააცნობიერო. ვინ ჩამოვა შენთან, ამის გამო არ უნდა მიდიოდეს ხელისუფლება, იცვლებოდნენ მინისტრები და ასე შემდეგ“, - განაცხადა ზახაროვამ.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 0

საქართველოს საელჩო ამერიკის შეერთებულ შტატებში

(202) 387-0864
Washington, D.C.
  • 100

Barami

(201) 333-2200
, NY, NJ, DE, CA
  • 80

Georgian bread

(215) 677-4323
PHILADELPHIA, PA
  • 0

წმ.გრიგოლ ხანძთელის სახელობის ეკლესია

(224) 650-0238
Manville, NJ
  • 0

Sendex

(929) 442 1252
Brooklyn, NY