13/02/201 595 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

კახა კალაძე - გულდასაწყვეტია, რომ ქვეყანაში არსებობს პოლიტიკური პარტიები, რომლებიც მოხარულები არიან, რაღაც არ გაკეთდეს

გულდასაწყვეტია, რომ ქვეყანაში არსებობს ასეთი პოლიტიკური პარტიები, რომლებიც პირდაპირ მოხარულები არიან იმით, რომ რაღაც არ გაკეთდეს, უკეთესობისკენ არ გადაიდგას ნაბიჯი, - ასე ეხმაურება თბილისის მერი, პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გენერალური მდივანი ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტზე რეზოლუციის ჩაგდების შემდეგ „ევროპული საქართველოს“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წვერების მიერ გაკეთებულ განცხადებებს. როგორც კალაძემ მიუნხენის აეროპორტიდან „ფეისბუქ ლაივში“ ჩართვისას განაცხადა, ამაზრზენი იყო ის განცხადებები, რაც ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა გააკეთეს.
„გვახსოვს ვიზალიბერალიზაციის პროცესი რომ მიმდინარეობდა მაშინაც, როგორ დარბოდნენ, რომ ქვეყანას ეს ვიზალიბერალიზაცია არ მიეღო. შემდეგ ისინი შეეცდებოდნენ ეს გამოეცხადებინათ „ქართული ოცნების“ მარცხად და შეფუთავდნენ ყველფერს, რომ ეს თითქოს „ქართული ოცნების“ ბრალი იყო. იგივე მცდელობა ჰქონდათ ახლაც. რა თქმა უნდა, ეს არ გამოუვათ. ჩვენ ძალიან დიდი პასუხისმგებლობა გვაქვს აღებული, მნიშვნელოვანი რეფორმები ხორციელდება ქვეყანაში და ეს აისახება ჩვენი ქვეყნის იმიჯზე“, - განაცხადა კალაძემ. მისივე თქმით, პასუხი ყველას 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე გაეცემა. „ნამდვილად ამაზრზენი იყო ის განცხადებები, რაც ჩვენ მოვისმინეთ, თუ როგორი ბედნიერები იყვნენ რომ ეს დეკლარაცია ჩავარდა. გულდასაწყვეტია, რომ ქვეყანაში არსებობს ასეთი პოლიტიკური პარტიები, რომლებიც პირდაპირ მოხარულები არიან იმით, რომ რაღაც არ გაკეთდეს, უკეთესობისკენ არ გადაიდგას ნაბიჯი. არაუშავს, ეს ზოგადად საინტერესოა და საზოგადოება ამას ხედავს. არჩევნები ამიტომ არის მნიშვნელოვანი, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა, ქართველი ხალხი მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას. კარგად იცის ხალხმა ვინ რას წარმოადგენს, რომელ პოლიტიკურ პარტიას რა ხედვები და დამოკიდებულება აქვს ჩვენი ქვეყნის და ქართველი ხალხის მიმართ. ყველას გაეცემა პასუხი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე“, - განაცხადა კალაძემ.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 100

Tatyana Edwards-Behar

(619) 699-5875
San Diego, CA
  • 100

TONE CAFÉ

(718) 332-8082
Brooklyn, NY
  • 80

Georgian bread

(215) 677-4323
PHILADELPHIA, PA
  • 100

DudAna

(718) 864-2140
Forest Hills, NY
  • 0

PA Auto Inspection

(215) 259-7500
Philadelphia, PA