13/02/201 382 ნახვა წყარო: radiotavisupleba.geფოტო: radiotavisupleba.ge

ქართულმა ოცნებამ კიდევ ერთი ამერიკული კომპანია დაიქირავა აშშ-ში ლობირებისთვის 57 წუთის წინ

საქართველოს მმართველმა პარტიამ, ქართულმა ოცნებამ, კონტრაქტი გააფორმა ამერიკულ ლობისტურ კომპანიასთან. შეთანხმებაში ქართულ ოცნებას წარმოადგენს პარტიის აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე. როგორც DCI Group AZ, L.L.C.-ის მიერ აშშ-ის იუსტიციის სამინისტროში 2020 წლის 2 თებერვალს შეტანილ სარეგისტრაციო განაცხადშია ნათქვამი, კომპანია დაქირავებულ იქნა, „რათა ლობირება გაუწიოს ქართულ ოცნებას, როგორც სანდო და პრაგმატულ პარტნიორს დემოკრატიის, მშვიდობისა და სტაბილურობის საკითხებში, რომელიც განუხრელად ერთგულია დასავლური დემოკრატიული ლიბერალური იდეალებისა და საქართველო-აშშ-ის განსაკუთრებული ურთიერთობებისა.“ კონტრაქტის თანახმად, ლობისტური კომპანია დამკვეთის ინტერესებს დაიცავს მედიაში მის სასარგებლოდ ინფორმაციის გავრცელებით. დოკუმენტიდან ვიგებთ, რომ კომპანიას აქამდე მსგავსი სამსახური არ გაუწევია ამ დამკვეთისთვის. კონტრაქტით გათვალისწინებული მომსახურების ღირებულებაა თვეში 33 333 დოლარი. კონტრაქტის მოქმედების ვადაა 2020 წლის 1 თებერვლიდან 31 ოქტომბრამდე. რამდენიმე დღის წინ ქართულმა ოცნებამ კონტრაქტი გააფორმა ერთ-ერთ უდიდეს ამერიკულ-ბრიტანულ ლობისტურ კომპანია Hogan Lovells-თან.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 100

ია შუბითიძე

(706) 242-7354
Cumming, GA
  • 0

ბევრი

(650) 384-6500
Palo Alto, CA
  • 0

Alena Shautsova

(917) 885-2261
BROOKLYN, NY
  • 100

Tatiana Aristova, Esq.

(215) 355-9095
FEASTERVILLE-TREVOSE, PA
  • 100

Tatyana Edwards-Behar

(619) 699-5875
San Diego, CA