14/02/202 147 ნახვა წყარო: tabula.geფოტო: tabula.ge

BLOOMBERG: საქართველოს ჩრდილოვანმა ბოსმა ვაშინგტონში ახალი ლობისტი დაიქირავა

გამოცემა Bloomberg-ზე ქართული ოცნების თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის, შესახებ კიდევ ერთი კრიტიკული წერილი გამოქვეყნდა, სადაც ავტორი ელი ლეიკი ივანიშვილს "ჩრდილოვან ბოსად" მოიხსენიებს.  Bloomberg-ზე გამოქვეყნებული სტატია ამჯერად ქართული ოცნების მიერ ამერიკელი ლობისტური კომპანია Hogan Lovells-ისთვის თვეში $75 000-ის გამოყოფას ეხება, რომელთანაც მმართველმა გუნდმა კონტრაქტი მას შემდეგ გააფორმა, რაც "ქვეყნის ავტორიტარიზმისკენ სვლით შეშფოთებულმა კონგრესმენებმა მის მიერ ხელდასმულ პრემიერმინისტრს" რამდენიმე კრიტიკული წერილი გაუგზავნეს.
"რაც საინტერესოა ამ კონტრაქტის შესახებ, ისაა, რომ კომპანია წარმოადგენს ივანიშვილის პოლიტიკურ პარტიას და არა ხელისუფლებას, რომელსაც ამ ეტაპზე ეს პარტია აკონტროლებს" - წერს ავტორი.  ელი ლეიკს ციტატა მოჰყავს ბიძინა ივანიშვილის მიმართ ნორმ ქოულმანის 21 იანვრით დათარიღებული წერილიდან. ყოფილი რესპუბლიკელი სენატორი ქოულმანი ლობისტია, რომელიც ამჟამად სწორედ Hogan Lovells-ისთვის მუშაობს. 
"კომპანია იმუშავებს და ასევე, შესაძლოა, მიიღოს მითითებები საქართველოს ოფიციალური პირებისგანაც, მაგრამ ძირითადად ვიმუშავებთ თვითონ პარტია ქართულ ოცნებაზე" - წერს ნორმ ქოულმანი ბიძინა ივანიშვილისთვის მიწერილ წერილში. 
"ეს რამდენიმე მიზეზითაა მნიშვნელოვანი. დასაწყისისთვის, სწორედ ივანიშვილია პასუხისმგებელი საქართველოს რეპრესიებისკენ უკუსვლაში. საქართველომ პრემიერმინისტრების მთელი წყება გამოიცვალა, რომლებიც ქვეყანაზე ივანიშვილის კონტროლის ეფექტურ კონსოლიდაციას ახორციელებდნენ და ამ ბოლო დროს ივანიშვილის ოპოზიციის დაშინებასა და დაპატიმრებაზეც გადავიდნენ. 
ამის ბოლო მაგალითი ორშაბათს გამოჩნდა, როდესაც უზენაესმა სასამართლომ თბილისის ყოფილ მერს, გიგი უგულავას, 3-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა დანაშაულისთვის, რომელზეც ის უკვე იყო დაპატიმრებული. დაპატიმრების შედეგად ოპოზიციურმა პარტიებმა ივანიშვილის პარტიასთან მოლაპარაკებები შეწყვიტა.
ქოულმანს რთული საქმე აქვს დაკისრებული. ისეთი ავტორიტარული პარტნიორებით, როგორიც საუდის არაბეთია, მისთვის შესაძლებელია იმაზე კამათი, რომ ამერიკა სტრატეგიული მიზნების გამო ბევრის მომთმენია, მაგრამ საქართველოს ჰქონდა შესაძლებლობა, რომ ბოლო 15 წლის განმავლობაში ვაშინგტონთან უფრო ახლო ურთიერთობა ჰქონოდა კანონის უზენაესობისა და კონკურენტუნარიანი არჩევნების ჩატარებისკენ სწრაფვის გამო. ქოულმანის ახალი კლიენტი, სამწუხაროდ, ამისგან შორს დგას. ვერავითარი PR ამ ფაქტს ვერ შეცვლის,"- წერს ავტორი. 
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • კურიერი 9-ზე -7 თებერვალი, 2023.
      9 საათზე, 7 თებ
    • მოამბე 9-ზე - 7 თებერვალი, 2023.
      9 საათზე, 7 თებ
    • მთავარი 9-ზე - 7 თებერვალი, 2023.
      9 საათზე, 7 თებ
    • პირველები - 7 თებერვალი, 2023.
      8 საათზე, 7 თებ
    • ფორმულა 20:00 საათზე - 7 თებერვალი, 2023.
      8 საათზე, 7 თებ
    • ქრონიკა - 7 თებერვალი, 2023.
      8 საათზე, 7 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • პირველი ხაზი - 7 თებერვალი, 2023.
      7 თებერვალი
    • სიცრუის დეტექტორი - 7 თებერვალი, 2023. ალექსანდრე წივწივაძე
      7 თებერვალი
    • ღამის შოუ - 7 თებერვალი, 2023. ლაშა ჯოხაძე, ანსამბლი მართვე, მართვე
      7 თებერვალი
    • ღამის პრაიმ-თაიმი - 7 თებერვალი, 2023. პრამ ჰაუსი ბრუნდება
      7 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 7 თებერვალი, 2023.
      7 თებერვალი
    • რეაქცია - 7 თებერვალი, 2023.
      7 თებერვალი
    • კომენტარი - 7 თებერვალი, 2023.
      7 თებერვალი
    • მთავარი გოგოები - 7 თებერვალი, 2023.
      7 თებერვალი
    • სპექტრი - 7 თებერვალი, 2023. დავით ჭიჭინაძე
      7 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 7 თებერვალი, 2023.
      7 თებერვალი
    • დღის ამბები - 7 თებერვალი, 2023.
      7 თებერვალი
    • კომენტარი - 7 თებერვალი, 2023. ვითარება მთავრობის ადმინისტრაციასთან, სადაც „ენმ“ და მისი მხარდამჭერები აქციას მართავენ ▪️ საგანგებო მდგომარეობა თურქეთის 10 პროვინციაში - ბოლო ცნობები
      7 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 100

Dali Khokhobashvili

(347) 628-0818
Brooklyn, NY
  • 0

GFlex

(322) 052704
Tbilisi,
  • 100

Gzavnili

(718) 676-0022
Brooklyn, New York
NO IMAGE
  • 100

ლია ბარნაბიშვილი

(718) 490 3179
,
  • 80

HM Cabinets

(609) 240 6277
West Windsor, NJ