20/01/201 438 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

მეუფე საბა - მართლმადიდებლური ეკლესიის პოპულარობის კლების მიზეზი ქართულ ეკლესიაში განვითარებული პროცესებია

ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსის, მეუფე საბას (ინწკირველის) შეფასებით, მართლმადიდებლური ეკლესიის პოპულარობის კლების მიზეზი ქართულ ეკლესიაში განვითარებული პროცესებია. ამის შესახებ მან „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში ისაუბრა.
ჟურნალისტის კითხვაზე, რამ გამოიწვია მართლმადიდებლური ეკლესიის პოპულარობის 14%-ით შემცირება, რაზეც NDI-ის კვლევაშია საუბარი, მეუფე საბა აცხადებს, რომ ეს საზოგადოების პასუხია იმ პროცესებზე, რაც ბოლო პერიოდში ქართულ ეკლესიაში ხდებოდა. მისი განცხადებით, „ჭეშმარიტ მორწმუნეობამდე ერსაც და ბერსაც მძიმე გზის გავლა უწევს”.
„ეს არის საზოგადოების პასუხი იმ პროცესებზე, რაც ბოლო ხანებში ქართულ ეკლესიაში ხდებოდა. მე ვცხოვრობ ამერიკაში,­ სადაც ის სოციალური პრობლემები, რაც საქართველოშია, არ არსებობს, მაგრამ გულწრფელი დამოკიდებულებებისა და ერთიანობის პრობლემა ყველგან არის. ერთმანეთის მტრობა, ქიშპობა ყველგან არის, სადაც ქართველია. სხვა ქვეყნის შვილებშიც იქნება, მაგრამ მე ჩემს გასაჭირზე ვსაუბრობ. ხშირად მეკითხებიან, როგორ უნდა მოვაგვაროთ ეს პრობლემაო. ყველამ ჩვენს თავში უნდა მოვაგვაროთ, ამაზე უკეთესი გამოსავალი არ არსებობს. ერთმანეთი სიძულვილით კი არ უნდა ვაკრიტიკოთ, მოთმინებით და სიყვარულით ვეცადოთ ყველაფრის გამოსწორება. ყველაზე ადვილია ქვების სროლა და ჩაქოლვა. შემდეგ კაცს განადგურების პირამდე რომ მივიყვანთ, გვებრალება. ეს არ არის სიყვარული, ადამიანის სასოწარკვეთილებაში ჩაგდება ქრისტიანობა არ არის. თანდათან სულ უფრო მეტად ჩანს, რომ ჭეშმარიტ მორწმუნეობამდე ერსაც და ბერსაც მძიმე გზის გავლა გვიწევს.
ჩვენზეა დამოკიდებული, გადავრჩებით თუ არა. თუ ღმერთთან ერთობის კი არა, რაღაც სხვა მიზნის გამოა ადამიანი ეკლესიაში, ის ამას ვერ გაუძლებს. გულით მორწმუნესთვის არ არსებობს ძალა, რომელიც მას ეკლესიას და უფალს დააშორებს. ასე რომ, გადარჩევა მაინც მოხდება და ვინც გულწრფელად არის ეკლესიაში მისული, ამას საქმითაც დაგვანახებს,” – განაცხადა მეუფე საბამ.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 80

Юрий Прахин

(718) 946-5099
Brooklyn, NY
  • 60

Georgian bread

(215) 677-4323
PHILADELPHIA, PA
  • 100

ბევრი

(650) 384-6500
Palo Alto, CA
  • 80

ია შუბითიძე

(706) 242-7354
Cumming, GA
  • 80

HM Cabinets

(609) 240 6277
West Windsor, NJ