19/01/201 665 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

ბექა ოდიშარია - ოპონენტების უმართებულო ჟრიამული, უდროოა

აღნიშნული დავის წარმოჩენა საქართველოში ამერიკული კომპანიების მიმართ დამოკიდებულების შეცვლის ან გარემოს გაუარესების ჭრილში, უბრალოდ სიცრუე და მკრეხელობაა,- ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა, ბექა ოდიშარიამ საქართველოს პრემიერ-მინისტრისადმი ამერიკელი კონგრესმენის მარკუეინ მალინის ღია წერილის შეფასებისას განაცხადა. მისი თქმით, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის რეალურ ურთიერთობებზე მსჯელობისას საქართველოში აშშ-ის საელჩოსა და სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებებს უნდა დავეყრდნოთ და აღნიშნული წერილის გამო „ოპონენტების ჟრიამული უდროოა“.
'აღნიშნული დავის წარმოჩენა საქართველოში ამერიკული კომპანიების მიმართ დამოკიდებულების შეცვლის ან გარემოს გაუარესების ჭრილში, უბრალოდ სიცრუე და მკრეხელობაა. მე, როგორც წარსულში საქართველოში ყველაზე მსხვილი ნავთობისა და გაზის მომპოვებელი ოპერატორი კომპანიის ხელმძღვანელს, შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ ასეთი ტიპის დავები ლიცენზიის გამცემ, ინვესტორ და ოპერატორ კომპანიებში სრულიად ნორმალური მოვლენაა ამ სამყაროში და მეც არაერთხელ ვყოფილვარ პირადად სახელმწიფოსთან ამგვარ პროცესში, თუმცა ამჯერად, რა თქმა უნდა, მოხარული ვარ, რომ საკითხს სტოკჰოლმის დამოუკიდებელი საარბიტრაჟო განიხილავს და ალბათ გადაწყვეტილებასაც იხილავს მალე საზოგადოება.
Frontera ორ ათეულ წელზე მეტია საქართველოში ოპერირებს ყველაზე შეღავათიანი პირობებით და მათ შორის უპრეცედენტო ხელშეკრულების ფარგლებში სახელმწიფოსთან. ეს დამოკიდებულება, ცხადია, მათ შორის გამოწვეული იყო იმითაც, რომ ის ამერიკული კომპანიაა. ჩვენი ქვეყნისთვის და ნებისმიერი ხელისუფალისთვის ემოციურად ყოველთვის იყო, არის და იქნება, ინვესტიციის ზომის მიუხედავად, ევროპული და ამერიკული ინვესტიცია უფრო პრესტიჟული და ღირებული, მიუხედავად სხვა ქვეყენების მიერ განხორცილებეული მნიშნელოვანი ინვესტიციებისა. რაც შეეხება ოპონენტების უმართებულო ჟრიამულს, თუნდაც ერთი, მაგრამ ძალიან საპატივცემულო კონგრესმენის განცხადების ირგვლივ, რომელსაც შესაძლოა ჰქონდეს სხვადასხვა მიზეზი, ვფიქრობ, უდროოა, რადგან თუ გვსურს ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის რეალურ ურთიერთობებზე მსჯელობა, ალბათ, უნდა დავეყრდნოთ განცხადებებს, რომელსაც ავრცელებენ აშშ-ის საელჩო საქართველოში, სახელმწიფო დეპარტამენტი და გავაანალიზოთ ის უპრეცედენტო თანამშრომლობა და ურთიერთობა, რომელიც დღეს ჩვენს ქვეყანას აქვს მრავალი მიმართულებით ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან“,- განაცხადა ოდიშარიამ.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 100

PA Auto Inspection

(215) 259-7500
Philadelphia, PA
  • 0

GFlex

(322) 052704
Tbilisi,
  • 80

Oda House

(646) 998-5152
New York, NY
  • 60

Guest House Restaurant

(718) 891-3111
Brooklyn, NY
  • 100

DudAna

(718) 864-2140
Forest Hills, NY