19/08/202 032 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

სამტრედიაში "ენმ"-ს წევრი დააკავეს გამოქვეყნდა:

პოლიტიკური მოტივით დაკავების კიდევ ერთი ფაქტი. სამტრედიაში, "ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო შტაბის წევრი და პარტიის რაიონული ორგანიზაციის წარმომადგენელი დავით ზაქრაძე პოლიციამ საკუთარ სახლში დააკავა. ზაქრაძის სახლში სამართალდამცველებმა ჩხრეკაც ჩაატარეს, რომელიც დაახლოებით ერთ საათს გაგრძელდა. სამტრედიაში "ნაციონალური მოძრაობის" რაიონული ორგანიზაციის წარმომადგენლების ინფორმაციით, პოლიციელები იარაღს და ნარკოტიკს ეძებდნენ, თუმცა ვერ აღმოაჩინეს.
ამის მიუხედავად, ზაქრაძე პოლიციის შენობაში მაინც გადაიყვანეს და ოჯახს განუმარტეს რომ მალევე გაათავისუფლებდნენ, თუმცა იმ პირობით, რომ დავით ზაქრაძე პოლიტიკური აქტივობას შეწყვეტდა.
შემთხვევა დაახლოებით 6 საათის წინ მოხდა. ცნობილია, რომ დაკავებული პოლიციის შენობიდან გაიყვანეს, თუმცა სად გადაიყვანეს, ოჯახს არ ეუბნებიან.
"ნაციონალური მოძრაობის" სამტრედიის ორგანიზაციის თავმჯდომარის განცხადებით, დავით ზაქრაძეზე ზეწოლა მიმდინარეობს და სამართალდამცველები მას  ნარკოტიკების ჩადებით და დაკავებით ემუქრებიან.
დავით ზაქრაძე აქტიურად არის ჩართული გენერალი დევი ჭანკოტაძის საარჩევნო კამპანიაში. ჭანკოტაძე კენჭს სწორედ  სამტრედია- წყალტუბოს მაჟორიტარულ ოლქში იყრის. ზაქრაძე 4 სოფლის კოორდინატორია. მის დაკავებას პოლიტიკურ მოტივებს უკავშირებს თავად ჭანკოტაძეც.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 100

Eti Saladze

(718) 305-1606
Brooklyn, NY
  • 60

საქართველოს საელჩო ამერიკის შეერთებულ შტატებში

(202) 387-0864
Washington, D.C.
  • 80

Tatiana Aristova, Esq.

(215) 355-9095
FEASTERVILLE-TREVOSE, PA
  • 60

Sendex

(929) 442 1252
Brooklyn, NY
  • 60

წმ.თამარ მეფის ეკლესია

(571) 213-8895
Washington, D.C.