19/08/201 243 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

მამუკა მდინარაძე ოპოზიციაზე - ხმების დაცვა მათ არავისგან არ სჭირდებათ

ეს არის ახალი ამბის, ე.წ. ნიუსის შექმნის მცდელობა, თორემ ხმების დაცვა მათ არავისგან არ სჭირდებათ, რეალურად სახელმწიფოს დასჭირდება მათი დესტრუქციისგან საზოგადოების დაცვა, - ამის შესახებ ვიცე-სპიკერმა მამუკა მდინარაძემ ოპოზიციის მიერ მიღებულ დეკლარაციასთან დაკავშირებით განაცხადა.
მამუკა მდინარაძის განცხადებით, სახელისუფლებო გუნდის, მმართველი პარტიის და ქვეყნის ინტერესები დემოკრატიულობასთან და არჩევნების გამჭვირვალედ ჩატარებასთან დაკავშირებით ერთმანეთს ემთხვევა და პანდემიისგან შექმნილი ვითარების მიუხეავად, მაქსიმალურად მეტი დამკვირვებელი იქნება საპარლამენტო არჩევნებზე, რომ მათ დადონ ობიექტური, მიუკერძოებელი დასკვნა და საკუთარი თვალით ნახონ როგორი ხარისხით, როგორი გამჭვირვალობით ჩატარდება 2020 წლის არჩევნები.
„ეს არის რეალობა რაც დღეს გვაქვს და არჩევნები ჩატარდება დემოკრატიული პრინციპების სრული დაცვით. ჩვენ ვცდილობთ, რომ მიუხედავად ამ პანდემიისა და იმ სიტუაციისა, რაც დღეს მსოფლიოში არის შექმნილი, რაც შეიძლება მეტი დამკვირვებელი მოვიწვიოთ და ჩამოვიყვანოთ იმისათვის, რომ მათ დადონ ობიექტური, მიუკერძოებელი დასკვნა და საკუთარი თვალით ნახონ როგორი ხარისხით, როგორი გამჭვირვალობით ჩატარდება 2020 წლის არჩევნები. ეს შედის მხოლოდ და მხოლოდ ჩვენს ინტერესებში და ეს შედის ქვეყნის ინტერესებში. და ძალიან კარგია, რომ მე ამაზე თავისუფლად ვსაუბრობ. როდესაც ჩვენი სახელისუფლებო გუნდის, მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ და ქვეყნის ინტერესები დემოკრატიულობასთან და არჩევნების გამჭვირვალედ ჩატარებასთან დაკავშირებით ერთმანეთს ემთხვევა“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

წმ.თამარ მეფის ეკლესია

(571) 213-8895
Washington, D.C.
  • 80

Sendex

(929) 442 1252
Brooklyn, NY
  • 80

Ana Kulua

(215) 796-2975
Huntingdon Valley, PA
  • 80

გენ. საკონსულო ნიუ იორკში

(212) 922-1722
New York, NY
  • 80

Greg Prosmushkin

(215) 543-7220
PHILADELPHIA, PA