22/05/24797 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

მიხეილ სააკაშვილი - სიმშვიდე, როგორიც ხელისუფლებას უნდა, არის სასაფლაოზე: საქართველოს მოკვლა და ამგვარი დამშვიდება - ჩვენ ვართ მზად ნებისმიერი დათმობისთვის: ნეიტრალური ნომერი, საერთო სია!

ახლა ერთობა არის მთავარი. სასოწარკვეთაში ვვარდები ხოლმე, როდესაც იწყებენ ლაპარაკს ისევ პარტიულ განსხვავებებზე. მეგობრებო, რა დროს პარტიული განსხვავებებია? ქვეყანას ვკარგავთ, საქართველო იღუპება, საქართველო აღარ იქნება მსოფლიო რუკაზე, ვის გაახსენდება თქვენი პარტიები და თქვენი პროგრამები? - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დღევანდელ პროცესზე განაცხადა.
მან პოლიტიკურ სპექტრს და საზოგადოებას ერთობისა და აქტიურობისკენ მოუწოდა.
„ჩვენ დღეს, როგორც არასდროს გვჭირდება ყველა განსხვავების, ყველა წყენის დავიწყება. მინდა ვუთხრა იმ ხალხს, ვინც ყოველთვის ხმას აძლევდა ივანიშვილს - ცხვრებს პირდაპირ უფსკრულისკენ მიერეკებიან, გამოეყავით ამ ფარას, ნუ იქნებით ცხვრები, ყველამ ერთად ვიფიქროთ იმაზე, თუ როგორ ხედავთ საქართველოს მომავალს, განვითარებას თქვენთვის და თქვენი შვილებისთვის. თქვენს თავზე იფიქრეთ, თუ ქვეყანაზე არ ფიქრობთ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ქვეყანაზე ფიქრობთ და ქვეყანა გიყვართ. როდესაც არ გვქონდა ერთობა, შევარდნაძე იძულებული იყო ქვეყანა დსთ-ში შეეყვანა, მაშინ რუსეთი არ იყო საკმარისად ძლიერი, რომ მთლიანად ჩავეყლაპეთ. აი, ახლა უკვე ჩაგვყლაპავს“, - განაცხადა სააკაშვილმა.
მან აღნიშნა, რომ ახლა ნებისმიერ დათმობაზე წასვლის დროა, მათ შორის სააკაშვილის თქმით, შესაძლოა, ეს იყოს საერთო სია და ნეიტრალური საარჩევნო ნომერი.
“ჩემი მოწოდება არის ერთობისკენ. ჩვენ ვართ მზად ნებისმიერ დათმობაზე წასვლისთვის: ნეიტრალური ნომერი, საერთო სია. ყველამ უნდა გავაგონოთ საქართველოს ხმა მთელ მსოფლიოს იმიტომ, რომ მსოფლიო აღტაცებით უყურებს საქართველოს. რამდენად აქტიური ვიქნებით, მით უფრო მეტი მხარდაჭერა გვექნება“, - განაცხადა სააკაშვილმა.
მისი თქმით, ერთიანი და მტკიცე ძალა არის ის, რაც აიძულებს მთავრობას, რომ გადადგას ნაბიჯები.
„მათ გვითხრეს, რომ ქვეყანა უნდა დაამშვიდონ. ქვეყნის დამშვიდება არის დიქტატურის ახალი განმარტება. სიმშვიდე, როგორც მათ უნდათ, არის სასაფლაოზე. მათ უნდათ საქართველოს მოკვლა და ამგვარი დამშვიდება. ქვეყანას დაეუფლნენ ყაჩაღები და ისინი აპირებენ, როგორც თვითონ ამბობენ, "ქვეყნის დამშვიდებას", ე.ი ყელის გამოჭრას საქართველოსთვის და თითოეული მის მცხოვრებისთვის, მომავლის ყველა გზის გადაკეტვას“, - განაცხადა

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

Mano SPA

(347) 355-2846
Brooklyn, NY
  • 60

ღვთისმშობლის შობის სამრევლო ბრუკლინში

(347) 417-1741
Brooklyn, NY
  • 80

Юрий Прахин

(718) 946-5099
Brooklyn, NY
  • 60

Georgian bread

(215) 677-4323
PHILADELPHIA, PA
  • 60

GBM Truck Service

(973) 527-3620
Stanhope, New Jersey