22/05/24738 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

კახა კალაძე - თუ ვინმეს მეორე ფრონტის გახსნა უნდა, აგერ ჰყავთ ბალტიისპირეთის ქვეყნები და გახსნან - საქართველოს თავი დაანებონ

თუ ვინმეს მეორე ფრონტის გახსნა უნდა, აგერ ჰყავთ ბალტიისპირეთის ქვეყნები და გახსნან მეორე ფრონტი. საქართველოს შეეშვან და დაანებონ თავი. ჩვენ ომიც გამოგვივლია და ყველაფერი გაგვიკეთებია დამოუკიდებლობისა და თავისუფლების მოპოვებისთვის, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, ის დამოკიდებულება, რასაც საქართველო უკანასკნელი კვირებისა და თვეების განმავლობაში ხედავს, არ არის მეგობრობა და არ არის ჯანსაღი დამოკიდებულება.
„საქართველო იყო პირველი ქვეყანა, როდესაც საბჭოთა კავშირი იშლებოდა, სადაც გამოვიდა ხალხი და გააკეთა თავისი გასაკეთებელი და სხვა ქვეყნებმაც გადადგან ნაბიჯი და გააკეთონ თავისი გასაკეთებელი. არაერთი ომი გამოგვივლია და საერთაშორისო მისიებში მიგვიღია მონაწილეობა, არაფერზე უკან არ დაგვიხევია, მაგრამ ის დამოკიდებულება, რასაც ვხედავთ ბოლო დღეებისა და თვეების განმავლობაში, ეს არ არის მეგობრობა, ეს არ არის ჯანსაღი ურთიერთობები და ქართველი ხალხი ამ ყველაფერს ხედავს.
რომ გამოდიოდით, თქვე დალოცვილებო და მოგვიწოდებდით სანქციებს მიუერთდითო, მეორე ფრონტი უნდა გაიხსნასო, ამ ყველაფერს გვირჩევნია ბომბები ცვიოდეს საქართველოშიო, ეს მოგონილი ხომ არ არის, თქვენ არ იყავით, რომ მოგვიწოდებდით ამ ყველაფერს? თქვენ არ იყავით სააკაშვილის გამოშვებას რომ ითხოვდით და გვეუბნებოდით, თუ სააკაშვილს არ გამოვუშვებდით, ესე იგი ევროპულ ღირებულებებს ვშორდებოდით თითქოს? ეს არის დემოკრატია, ეს არის ევროპულობა ? თქვენ ხართ პირველები, ვინც დისკრედიტაციას უწევთ ევროპას და ევროპულ მომავალს, თქვენი განცხადებებით.
რამდენიმე დღის წინ საგარეო საქმეთა მინისტრი ერთ-ერთ ქვეყნის, ანტისამთავრობო მიტინგზე რომ გამოვიდა, ეს არის ნორმალური? ეს არის ჩვენი თავმოყვარეობა? აბა ერთი ნორმალურ, განვითარებულ ქვეყანაში გაეკეთებინათ, რა ბედი ეწეოდა იმ საგარეო საქმეთა მინისტრს! თქვენს ქვეყანაში გამართეთ ომი და თქვენს ქვეყანაში მოაწყვეთ მეორე ფრონტი, საქართველოს შეეშვით და დაანებეთ თავი. ჩვენ დღეს გვჭირდება მშვიდობა და მშვიდობის შენარჩუნება, გვჭირდება მეგობრები და პარტნიორები, გვჭირდება ჯანსაღი ურთიერთობა. ამისთვის საქართველო მზად არის, მაგრამ ის დამოკიდებულება, რომ ახლა ჩვენი ქვეყანა გამოყენებული იყოს ვიღაცის ინტერესებისთვის და აქ იგივე ვითარება და მდგომარეობა იყოს, რაც უკრაინაში ხდება, არ გამოვა ეს, მეგობრებო!
კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენ გამოვლილი გვაქვს ეს ყველაფერი და ვიცით, რამხელა უბედურება შეუძლია მოუტანოს ქვეყანას ომმა. დღესაც ვერ მოგვიშუშებია ის ჭრილობები და დღესაც უამრავი პრობლემის წინაშე ვდგავართ 2008 წლის ომის შემდეგ. აღარ გვინდა არც თქვენი შეშფოთება და აღშფოთება, თქვენც გიფრთხილდებით. რა თქმა უნდა, დავიცავთ ჩვენს ქვეყანას და დავიცავთ ამ ქვეყნის ინტერესს, მაგრამ იცოდეთ ყველამ როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ, რომ ჩვენ მზად ვართ, ვიმეგობროთ, მზად ვართ იმისთვის, რომ ჯანსაღი ურთიერთობები იყოს და პარტნიორობა იყოს. დაგვანახეთ, გადადგით კონკრეტული ნაბიჯები ამ მიმართულებით და ვიმეორებ, რომ, რა თქმა უნდა, ამ კანონის საჭიროებაც არ იქნება.“- განაცხადა კახა კალაძემ.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

NO IMAGE
  • 60

Maia Beridze

(347) 236-5921
,
  • 60

Tatyana Edwards-Behar

(619) 699-5875
San Diego, CA
  • 60

Mano SPA

(347) 355-2846
Brooklyn, NY
  • 80

HM Cabinets

(609) 240 6277
West Windsor, NJ
  • 80

Givi Kutidze

(248) 454-1057
Bloomfield Twp, MI