08/04/24383 ნახვა წყარო: accentnews.geფოტო: accentnews.ge

ნინო ლომჯარია "კანონი რუსულია, რადგან გადაგდება და სიტყვის გატეხა რუსული ხელისუფლების სტილია და არა ქართული ღირებულება"

ოფილი სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას ე.წ. აგენტების კანონპროექტის ხელახლა ინიცირების შესახებ კიდევ ერთხელ ეხმიანება და აცხადებს, რომ "კანონი რუსულია, რადგან გადაგდება და სიტყვის გატეხა რუსული ხელისუფლების სტილია და არა ქართული ღირებულება".
'კანონი რუსულია, რადგან მისი მიზანია ყველას მორალური და ფიზიკური განადგურება, ვინც ხელისუფლების კორუფციაზე ან დანაშაულებრივ ქმედებებზე საუბრობს; კანონი რუსულია, რადგან ის სტრატეგიულ პარტნიორებს აცხადებს ქვეყნის საფრთხედ, ხოლო მათ მხარდაჭერას ანტისახელმწიფოებრივად; კანონი რუსულია, რადგან ის არის რუსული ბარიერი, აღმართული ჩვენსა და ევროპას შორის;როგორ შეიძლება კანონი იყოს ევროპული, რის მისაღებადაც: საჯარო სექტორში დასაქმებულებს აიძულებენ გაავრცელონ ანტიდასავლური პროპაგანდა; პროპაგანდისტულ მედიებს დავალებული აქვთ დანაშაული დააბრალონ და ცრუ ინფორმაცია გაუვრცელონ ღირსეულ ადამიანებს;მოქალაქეებს აქეზებენ სიძულვილისა და აგრესიისკენ;კანონი რუსულია, რადგან გადაგდება და სიტყვის გატეხა რუსული ხელისუფლების სტილია და არა ქართული ღირებულება", – წერს იგი სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის: „ქართულმა ოცნებამ“ 3 აპრილს გამოაცხადა, რომ კვლავ გეგმავს ე.წ. აგენტების კანონის ინიციირებას. ამ კანონის მიღების მცდელობამ 2023 წლის მარტში მასობრივი საპროტესტო აქციები გამოიწვია. საბოლოოდ, მმართველმა პარტიამ კანონპროექტი გაიწვია. კანონპროექტს შარშანდელი ვარიანტისგან მხოლოდ ის განასხვავებს, რომ ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი“, გამოყენებულია ტერმინი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“. საქართველოს დასავლელი პარტნიორები - შეერთებული შტატები, ნატო, ევროკავშირი, ასევე ევროპის არაერთი ქვეყანა, პარლამენტს მოუწოდებენ, არ მიიღოს ეს კანონი. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „აგენტების კანონს“, მმართველი გუნდის მტკიცების საწინააღმდეგოდ, „რუსული კანონი“ უწოდა, ხოლო „ქართული ოცნების“ ხელისუფლება რუსული მიმართულების გატარებაში დაადანაშაულა. მმართველი პარტია კანონის საგაზაფხულო სესიის ბოლომდე - ივნისის ბოლო პარასკევამდე - მიღებას გეგმავს.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

Shalva Ketsbaia

(347) 543 2282
,
NO IMAGE
  • 60

ლია ბარნაბიშვილი

(718) 490 3179
,
  • 100

PA Auto Inspection

(215) 259-7500
Philadelphia, PA
  • 80

Ana Kulua

(215) 796-2975
Huntingdon Valley, PA
  • 0

წმ.გრიგოლ ხანძთელის სახელობის ეკლესია

(224) 650-0238
Manville, NJ