08/11/23368 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

"საქართველო ევროპაა და ქართველები არიან ევროპელები" | ევროპარლამენტარების განცხადება

ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიცემისთვის რეკომენდაციის გაცემას ევროპარლამენტარების ნაწილი განცხადებით ეხმაურება. 
როგორც ევროპარლამენტარები საერთო განცხადებაში აღნიშნავენ, ევროკომისიის ამ გადაწყვეტილებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველო ევროპაა და ქართველები არიან ევროპელები. 
მათივე განცხადებით, საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღო მიუხედავად იმისა, რომ მთავრობას არ ჰქონია ნება, რომ 12 რეკომენდაცია შეესრულებინა და საქართველოს საგარეო პოლიტიკა ევროკავშირის პოლიტიკასთან ყოფილიყო თანხვედრაში.
"საქართველო არის ევროპა და ქართველები არიან ევროპელები. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ დაადასტურა ევროკომისიის გაფართოების შესახებ წლიურმა ანგარიშმა. ჩვენ, საქართველოს მეგობრები ევროპარლამენტში, მტკიცედ ვუჭერთ მხარს კომისიის რეკომენდაციას, რომ საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს დათქმებით. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მთავრობას არ ჰქონდა ნება, შეესრულებინა ევროკომისიის თორმეტი რეკომენდაცია და ქვეყნის საგარეო პოლიტიკა თანხვედრაში ყოფილიყო ევროკავშირთან, ქართველ ხალხთან, ზოგიერთ ქართველ პოლიტიკურ ლიდერთან, მათ შორის, საქართველოს პრეზიდენტთან და სამოქალაქო საზოგადოების ბევრ წარმომადგენელთან, რომელთან ნებაც აღმოჩნდა უფრო ძლიერი, მათი ევროპელობა კი უფრო მდგრადი. მათი და მხოლოდ მათი დამსახურებაა ეს ისტორიული მიღწევა", - წერია ევროპარლამენტარების განცხადებაში. 
განცხადებას ხელს პეტრას აუსტრიევიჩუსი, ვიოლა ვონ კრამონი, ანა ფოტიგა, მაიკლ გალერი, მარკეტა გრეგოროვა, რასა იუკნევიჩიენე, ანდრიუს კუბიულიუსი და სვენ მიკსერი აწერენ.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

Sendex

(929) 442 1252
Brooklyn, NY
NO IMAGE
  • 0

Law Offices of Dizengoff and Yost

(267) 223-5862
Philadelphia, PA
  • 40

Natalia Vassilieva

(718) 676-9061
BROOKLYN, NY
  • 80

Ana Kulua

(215) 796-2975
Huntingdon Valley, PA
  • 60

გენ. საკონსულო ნიუ იორკში

(212) 922-1722
New York, NY