08/11/23473 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

ევროკომისიის დასკვნა საქართველოს შესახებ | რა წერია ანგარიშში - სრული ვერსია

ევროკომისიამ ევროპულ საბჭოს მიმართა რეკომენდაციით, საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს. ამის შესახებ სამუშაო დოკუმენტშიცაა საუბარი, რომელიც უწყებამ გაასაჯაროვა და სადაც საქართველოშ არსებული პოლიტიკური ვითარება, სასამართლო სისტემა, ადამიანის უფლებბეი და სხვა მნიშვნელოვანი საკითხებია განხილული. 
ევროკომისიის ანგარიშში ნათქვამია, რომ ზოგადად, საკანონმდებლო ბაზა, ინსტიტუციური წყობა და აქტიური სამოქალაქო საზოგადოება ქვეყნის გარკვეული დონის მზაობას უზრუნველყოფს შემდგომი დემოკრატიული და კანონის უზენაესობის რეფორმებისთვის, თუმცა, აქვე აღნიშნულია, რომ რეფორმების პროცესს განგრძობადი პოლიტიკური დაძაბულობა, ღრმა პოლარიზაცია, პოლიტიკურ პარტიებს შორის კონსტრუქციული ჩართულობის არარსებობა და ეროვნული ინტერესების ძირითად საკითხებზე კონსენსუსის შექმნის გამოწვევები აფერხებს. 
"მმართველ უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის პარტიათაშორისმა დაძაბულობამ, ასევე შეზღუდულმა კონსულტაციებმა სამოქალაქო საზოგადოებასთან, გადაწყვეტილების მიღების პროცესსა და რეფორმების განხორციელებაზე იმოქმედა", - აღნიშნულია სამუშაოა დოკუმენტში.
ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ პარლამენტში მრავალპარტიული მუშაობა კანონმდებლობის შედგენაში ოპოზიციის შეზღუდული ჩართვითა და ოპოზიციის ნაწილის მხრიდან პერიოდული ბოიკოტებით შეფერხდა. ამის მიუხედავად, დოკუმენტში აღნიშნულია ისიც, რომ იყო თანამშრომლობის კარგი მაგალითები, მათ შორის, ცვლილებები პარლამენტის რეგლამენტში.
ევროკომისიის დოკუმენტში საუბარი საქართველოს სასამართლო სისტემასაც შეეხება - ანგარიშში წერია, რომ საქართველოში რამდენიმე საკანონმდებლო ცვლილება მიიღეს მათ შორის საერთო სასამართლოებთან დაკავშირებით, თუმცა, ვენეციის კომისიის ყველაზე მნიშვნელოვანი რეკომენდაციების გათვალისწინების გარეშე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოვლისმომცველი რეფორმისა და უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებების სავალდებულო ხასიათთან დაკავშირებით.
ევროკომისია ასევე წერს, რომ საქართველომ გარკვეულ პროგრესს მიაღწია კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში. აქვე, ნათქვამია, რომ საჭიროა შემდგომი ნაბიჯების განხორციელება დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმის დასრულებისთვის და მისი განხორციელების დასაწყებად.
დოკუმენტში ნათქვამია, რომ საქართველომ, ფუნდამენტურ უფლებებთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა საერთაშორისო კონვენციებისა და დოკუმენტების უმეტესობის რატიფიცირება მოახდინა და, მთლიანობაში, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო კანონმდებლობით ნაკისრ ვალდებულებებს ასრულებს.
თუმცა, მათივე თქმით, გადასაწყვეტი რჩება რამდენიმე ძირითადი საკითხი - დისკრიმინაცია სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით, ასევე, სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობა, ანგარიშვალდებულება და გამჭვირვალობა. გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებით კი ევროკომისია წერს, რომ საქართველოს აქვს გარკვეული დონის მომზადება და მიღწეულია შეზღუდული პროგრესი. 
"მედიაგარემო ძირითადად პლურალისტურია, მაგრამ ასევე ძალიან პოლარიზებული და მტრულ გარემოში მუშაობს. ბიზნესისა და პოლიტიკური ინტერესების გადაკვეთა მედიის დამოუკიდებლობას კვლავ აფერხებდა. ადგილი ჰქონდა დაშინებებს, ასევე წინასაარჩევნო აქციებისა და დემონსტრაციების კონტექსტში მედიის წარმომადგენლებზე ფიზიკურ და სიტყვიერ თავდასხმებს. შემდგომი გამოძიებები ჯერჯერობით არაეფექტურია. ასევე, მედიის მიმართ მძაფრი განცხადებები ხელისუფლების მაღალი რანგის წარმომადგენლებისგან მოდის. გახშირდა სასამართლო პროცესები და გამოძიება ოპოზიციური მედიის მფლობელების წინააღმდეგ. ბოლო განაჩენები მედიის კრიტიკულ გაშუქებაზე უარყოფითად მოქმედებს", - ვკითხულობთ დოკუმენტში.
დოკუმენტში შეკრების თავისუფლებაზეცაა საუბარი და წერია, რომ ამ მიმართულებით პრობლემები ისევ არსებობს და ეს ძირითადად მოწყვლად მდგომარეობაში მყოფ პირებს ეხება, მათ შორის გამოყოფილია 8 ივლისს Tbilisi Pride-ის მონაწილეების მიმართ სასტიკი თავდასხმა.
ევროკომისია შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონში დაჩქარებული წესითა და წინასწარი კონსულტაციების გარეშე შეტანილ ცვლილებებსაც ეხება და წერს, რომ ამ კანონს, მიღების შემდეგ, პრეზიდენტმა ვეტო დაადო. 
აქვე, წერია , რომ ინსტიტუციურ დონეზე, გენდერულ ძალადობაზე რეაგირება კარგადაა განსაზღვრული, თუმცა, დამცავი ზომები, მსხვერპლთა მხარდაჭერის სერვისები და თავშესაფრის შემდგომი დახმარება შემდგომ გაუმჯობესებას საჭიროებს.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

წმ.თამარ მეფის ეკლესია

(571) 213-8895
Washington, D.C.
  • 80

Dali Khokhobashvili

(347) 628-0818
Brooklyn, NY
  • 60

GBM Truck Service

(973) 527-3620
Stanhope, New Jersey
  • 40

Alena Shautsova

(917) 885-2261
BROOKLYN, NY
  • 40

წმ.მარიამ მეგვიპტელის მართლმადიდებელი სამრევლო

New York, NY