02/11/23524 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

"ჩემი განცხადების შემდეგ, სუს-მა მომთხოვა გამოძიებისთვის ჩვენების მიცემა, რაზეც უარი განვაცხადე და აი, რატომ:" - მიხეილ სააკაშვილი

"ჩემი განცხადების შემდეგ, რუსული დივერსიული ჯგუფის შემოსვლაზე, სუს-მა მომთხოვა გამოძიებისთვის ჩვენების მიცემა, რაზეც უარი განვაცხადე", - ამის შესახებ კლინიკა "ვივა-მედიდან" გავრცელებულ განცხადებაში საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი წერს:
ჩემს ბოლო "სასამართლო სხდომაზე" გაკეთებული განცხადების შემდეგ, რუსული დივერსიული ჯგუფის შემოსვლაზე, სუს-მა მომთხოვა გამოძიებისთვის ჩვენების მიცემა, რაზეც უარი განვაცხადე და აი, რატომ: მე უსამართლო და უკანონო პატიმრობაში ვიმყოფები უკვე დადასტურებულად “ეფ-ეს-ბეს” აგენტის, ფარცხალაძის მიერ აღძრული საქმეებით.
დღევანდელი ოლიგარქის უშიშროების სისტემას, 11 წლის განმავლობაში, არ დაუკავებია არც ერთი რუსი აგენტი, სამაგიეროდ, რუსეთის მიერ გადმოცემული სიებით მთელი ეს დრო დევნის საქართველოს პატრიოტებს, რომლებიც რუსეთისგან იცავდნენ საქართველოსა და უკრაინას. ნოდარ მელაძის გამოძიებით დადასტურებულია, რომ დღევანდელი უშიშროების სამსახურის მესვეურები საქართველოში მასპინძლობდნენ და ფეხქვეშ ეგებოდნენ “ეფ-ეს-ბეს” მე-5 სამმართველოს უფროსს, გენერალ ბესედას, ეს ის გენერალია, რომელსაც პირადად პუტინისგან ჰქონდა დავალებული უკრაინისა და სხვა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების ხელახალი დაპყრობის მომზადება ძირგამომთხრელი "აქტიური" ღონისძიებებით და რა თქმა უნდა, ოლიგარქის უსაფრთხოების წარმომადგენლები, ყოველივე ამის ფონზე, პირდაპირ შეგვიძლია განვიხილოთ კოლაბორაციონისტად და ოკუპანტის აგენტებად.
მე ჩემი ინფორმაცია გამოვაცხადე იმისათვის, რომ საზოგადოება იყოს ყურადღებით, ჩვენ არ ვართ დიდი ქვეყანა, ყველა საეჭვო ჯგუფი შეგვიძლია აღვრიცხოთ და როცა ისინი აქტიურ მოქმედებაზე გადავლენ, საზოგადოებრივი აქტიურობით მოვახდინოთ მათი ბლოკირება და განეიტრალება.
დგება მომენტები, როდესაც სამოქალაქო საზოგადოებამ საზოგადოებრივი უსაფრთხოების საკითხები თავის ხელში უნდა აიღოს და მაშინ შესაძლებელი გახდება ძალების გაერთიანება, მათ შორის, სამართალდამცავ ორგანოებში შემორჩენილ პატიოსან პატრიოტებთან და ქვეყნისა და საკუთარი თავის გადარჩენა.
დღევანდელი “ეფ-ეს-ბეს” ფილიალთან ყოველგვარ თანამშრომლობაზე კი, უარს ვამბობ.
რაც შეეხება ზოგადად რუსების შემოსვლას საქართველოში, გარდა დივერსიული ჯგუფისა, დანარჩენების უმეტესი ნაწილიც წარმოადგენს მომეტებული საფრთხის წყაროს. მათ მიაჩნიათ, რომ ქართველები შემთხვევით არიან ამ მიწაზე და პირველი დღიდან როგორც "ხაზაინები" ისე იქცევიან.
ამიტომ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, მათ უნდა მიეცეთ 1 წელი უძრავი ქონების გაყიდვისა და საქართველოს დატოვებისთვის, ასი ათასზე მეტი იმპერიალისტური განწყობის უცხოელის აქ ყოფნა, საქართველოსთვის აუწეველი ტვირთია, - დაწერა მიხეილ სააკაშვილმა.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 80

WORLD CLASS MMA & JUDO

(267) 792-9400
Philadelphia, PA
  • 100

PA Auto Inspection

(215) 259-7500
Philadelphia, PA
  • 100

Barami

(201) 333-2200
, NY, NJ, DE, CA
  • 80

Ana Kulua

(215) 796-2975
Huntingdon Valley, PA
  • 80

OLGA GORELIK

(718) 596-8888
Brooklyn, NY