02/11/23271 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

რატი ბრეგაძე - დღეს რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ყოფილიყო, 3 პატიმრის ნაცვლად, 3 გვამი გვეყოლებოდა

დღეს რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ყოფილიყო, 3 პატიმრის ნაცვლად, 3 გვამი გვეყოლებოდა, - ასე შეაფასა იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ ოპოზიციის მხრიდან მისი გუშინდელი განცხადების გამოხმაურება.
ბრეგაძის განცხადებით, ოპოზიციის მხრიდან კრიტიკამ - მის გუშინდელ მოწოდებასთან დაკავშირებით, საზოგადოებას კიდევ ერთხელ აჩვენა მათი „მანიაკალური სახე“.
„ჩვენ ჰუმანური მეთოდებით ვმოქმედებთ. როდესაც ადამიანი დანაშაულს ჩაიდენს და ის ძებნაშია, რა თქმა უნდა, მას მოვუწოდებთ დაემორჩილოს სამართალდამცავების სამართლიან მოთხოვნას და ჩაბარდეს, იმიტომ, რომ ამით მას შეუძლია შეამციროს საკუთარი პასუხისმგებლობა.
რაც შეეხება ოპოზიციის განცხადებას, ეს არ მოიწონეს და სხვა მეთოდებს ემხრობიან, ვიტყვი იმას, რომ მათ საზოგადოებას კიდევ ერთხელ აჩვენეს თავიანთი მანიაკალური სახე და ის სახე, რასაც „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმი წარმოადგენდა, რომელიც ღიად აცხადებდა, რომ დამნაშავეებისთვის არ ენანება ტყვია. როდესაც ძებნის ღონისძიებების დროს ვერტმფრენიდან ხოცავდნენ ოჯახებს. მინისტრები ითხოვდნენ „ორ გვამს“. დღეს რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ყოფილიყო, 3 პატიმრის ნაცვლად, 3 გვამი გვეყოლებოდა“, - განაცხადა ბრეგაძემ.
მინისტრის განცხადებით, 24 საათიანი ისტორია არის მკაცრი გაფრთხილება და გაკვეთილი ყველა იმ ადამიანის მიმართ, რომელიც გადაწყვეტს გაილაშქროს სახელმწიფოს წინააღმდეგ უკანონო მეთოდებით.
„გუშინაც ვთქვი, რომ არ იყო საზოგადოებისთვის არავითარი საფრთხე და მგონი ყველა დარწმუნდა ამ სიტყვების მართებულობაში, იმიტომ, რომ დაკავების დროს არც ერთი ადამიანი არ დაშავებულა და ყველაფერი დასრულდა მშვიდობიანად. სახელმწიფოსა და სამართლის წინაშე, ყველამ აგო შესაბამისი პასუხი.
ამავდროულად, ეს არასრული 24 საათიანი ისტორია არის მკაცრი გაფრთხილება და გაკვეთილი ყველა იმ ადამიანის მიმართ, რომელიც გადაწყვეტს გაილაშქროს სახელმწიფოს წინააღმდეგ უკანონო მეთოდებით“,- განაცხადა რატი ბრეგაძემ.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 0

წმ.გრიგოლ ხანძთელის სახელობის ეკლესია

(224) 650-0238
Manville, NJ
  • 100

Barami

(201) 333-2200
, NY, NJ, DE, CA
  • 60

Guest House Restaurant

(718) 891-3111
Brooklyn, NY
  • 80

Dali Khokhobashvili

(347) 628-0818
Brooklyn, NY
  • 60

Zurab Kvantrishvili

(267) 912-7987
, PA