12/10/23396 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

ხათუნა სამნიძე - დარწმუნებული ვარ, ღარიბაშვილის პირდაპირი მითითება იქნებოდა, რომ ვიქტორ ორბანი პრეზიდენტს არ შეხვედროდა

დარწმუნებული ვარ, ღარიბაშვილის პირდაპირი მითითება იქნებოდა, რომ ვიქტორ ორბანი პრეზიდენტს არ შეხვედროდა, - ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერმა, დეპუტატმა ხათუნა სამნიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.
კერძოდ, აღნიშნულით მან უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიზიტი შეაფასა და ის ფაქტი, რომ ვიქტორ ორბანი 3-დღიანი ვიზიტის ფარგლებში არ გეგმავს შეხვედრას ოპოზიციასთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, არამედ ის მხოლოდ პრემიერს შეხვდა.
„ასევე, დარწმუნებული ვარ, რომ ღარიბაშვილის თხოვნით და მასთან შეთანხმებით არცერთ სხვა წარმომადგენელთან არ გეგმავს შეხვედრას. ღარიბაშვილის პირდაპირი მითითება იქნებოდა, რომ პრეზიდენტს არ შეხვედროდა ორბანი. სამწუხარო რეალობაა, რომ ასეთი ნაბიჯებით, საქართველოს ხელისუფლება აგზავნის გზავნილს ევროპელ პარტნიორებთან, თუ ვინ არის მისთვის ორიენტირი, როგორი ტიპის ლიდერია ორიენტირი, რას ნიშნავს ევროპა მისთვის და რა ნაბიჯების გადამდგმელია. ხელისუფლება, ერთი მხრივ ამბობს, რომ მას უნდა ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი მიიღოს, მეორე მხრივ კი ამბობს, რომ მინდა სტატუსი მოვუპოვო ქვეყანას ზუსტად იგივე პირობებით, რაც მე მინდა - „ქართულ ოცნებას“. საგულისხმოა, რომ ეს არის არა 12 პუნქტის შესრულება, არა რეკომენდაციებზე ორიენტირებული რეფორმების გატარება, არამედ ისეთ ლიდერებთან მეგობრობა და ისეთი ნაბიჯების გადადგმა, რაც ქვეყანას დემოკრატიული განვითარებისკენ კი არ წაიყვანს, არამედ განამტკიცებს მის ძალაუფლებას“, - აღნიშნა სამნიძემ.
აღნიშნულ კონტექსტშივე სამნიძემ აღნიშნა, რომ მას არ უკვირს ხელისუფლების მცდელობა, პრეზიდენტი ყველა პოლიტიკურ პროცესს ჩამოაშორონ.
„პრეზიდენტს ძალიან ბევრი ვიზიტი ჰქონდა დაგეგმილი, ამ პროცესმა {იმპიჩმენტმა} შეძლო და პრეზიდენტი ქვეყანაში დატოვა. მაშინ, როდესაც მთელი პოლიტიკური გზავნილები იქით მიდის, რომ პრეზიდენტის ნაბიჯები შეაჩერონ კანდიდატის სტატუსის მოპოვების პროცესისკენ, ვინაიდან, იციან, რომ პრეზიდენტის ამ ნაბიჯებით ძლიერდება, არ გამიკვირდება, რომ ის ყველა პოლიტიკურ პროცესს ჩამოაშორონ. რთულია თქმა, თუ რას უკავშირდება ეს? - მათ შიშებს, რომ შესაძლებელია პრეზიდენტი გაძლიერდეს, როგორც პოლიტიკური ფიგურა, თუ კანდიდატის სტატუსის მოპოვების გზა მხოლოდ მათთან იყოს დაკავშირებული“,- აღნიშნა სამნიძემ.
კითხვაზე, თუ რა სათქმელი ექნებოდა ოპოზიციას უნგრეთის პრემიერ, ვიქტორ ორბანთან, სამნიძე განმარტავს, რომ მისთვის წარმოუდგენელია, ოპოზიციას რაიმე მოლოდინი ჰქონოდა, რომ ორბანთან შეხვედრით ქვეყანა რაიმე პოზიტიურს მიიღებდა.
„არ წარმომიდგენია, ოპოზიციასთან შეხვედრის სურვილი ჰქონოდა, ან ოპოზიციას ჰქონოდა რაიმე მოლოდინი, რომ ამ შეხვედრით ქვეყანა რაიმე პოზიტიურს მიიღებდა. გასაგებია ობრანის პოზიციები და ის, თუ როგორ იყენებს ღარიბაშვილი ამ სადღეგრძელოს დონის პოზიციებს“, - აღნიშნა სამნიძემ.
გარდა ამისა, მან უნგრეთის პრემიერ-მინისტრისა და მისი მეუღლის პატივსაცემად გამართულ ოფიციალურ სადილზე პრემიერის მიერ გაკეთებული განცხადებაც შეაფასა, სადაც მან აღნიშნა, რომ „ეს ვიზიტი, განსაკუთრებით ამ კრიტიკულ დროს, ძალიან მნიშვნელოვანია ქართველი ხალხისთვის, რათა ყველამ დაინახოს, ვინ არის ნამდვილი მეგობარი, რომელიც მხარს უჭერს საქართველოს“.
კითხვაზე, თუ როგორ შეიძლება იყოს გაგებული პარტნიორებში საქართველოს მთავრობის მეთაურის გზავნილი, სამნიძე განმარტავს, რომ „ეს სადღეგრძელო პირდაპირ ასახავს, როგორ ხედავს „ქართული ოცნება“ და პრემიერი პარტნიორებთან ურთიერთობას“.
„ჩვენი ყველა ევროპელი პარტნიორი ღიად საუბრობს ქვეყნის შიგნით პრობლემებზე, იმ რეფორმებზე, რომელიც არ გატარებულა, აკრიტიკებს ხელისუფლებას და იქვე ამბობს, რომ სურთ სრულფასოვანი რეფორმები გატარდეს. „ქართულ ოცნებას“ ჰგონია, რომ თუ გვინდა ევროპული სტატუსი და ქვეყანა ამას იმსახურებს, უნდა მოვიტყუოთ პარტნიორებთან და ვთქვათ, რომ ქვეყნის შიგნით ყველაფერი კარგად არის, 12-ვე რეკომენდაცია სრულდება. ეს მომისმენია მდინარაძისგან, რომელიც აკრიტიკებდა იმ პოლიტიკურ აქტორებს, ვინც ღიად საუბრობდა, რომ 12 პუნქტი არ არის შესრულებული. ისინი ფიქრობენ, რომ პარტნიორული ურთიერთობა მეგობრებთან მოტყუებას ნიშნავს და საუბარს, რომ ქვეყანაში ყველაფერი კარგად არის და სრულდება?- არა“,- აღნიშნა სამნიძემ.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

Mano SPA

(347) 355-2846
Brooklyn, NY
  • 80

OLGA GORELIK

(718) 596-8888
Brooklyn, NY
  • 80

Irine Javakhadze

(215) 519-5678
Southampton, PA
  • 80

HM Cabinets

(609) 240 6277
West Windsor, NJ
  • 40

წმ.მარიამ მეგვიპტელის მართლმადიდებელი სამრევლო

New York, NY