12/10/23333 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

რომან გოცირიძე - როგორიც არ უნდა იყოს აშშ-ს ახალი ელჩი, „ქართულ ოცნებას“ ერთი თვის თავზე მასთან კონფლიქტი მოუვა - „ქართული ოცნების“ პოლიტიკა ჩვენი დასავლელი პარტნიორების კურსთან შეუთავსებელია!

როგორიც არ უნდა იყოს აშშ-ს ახალი ელჩი საქართველოში, “ქართულ ოცნებას“ ერთი თვის თავზე მასთან კონფლიქტი მოუვა - „ქართული ოცნების“ პოლიტიკა ჩვენი დასავლელი პარტნიორების კურსთან შეუთავსებელია! - ეს განცხადება ჟურნალისტებთან პოლიტიკური ჯგუფის „ევროოპტიმისტების“ დეპუტატმა რომან გოცირიძემ გააკეთა.
ამასთან, როგორც გოცირიძემ აღნიშნა, კარგი იქნება თუ “ქართული ოცნება“ ახლა ფურცელს გადაშლის და იმ შეცდომას და უპატივცემულობას დაივიწყებს, რასაც აშშ-ს ყოფილი ელჩის მიმართ ავლენდა.
„სასიამოვნოა, რომ საქართველოში აშშ-ს ელჩად ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი დიპლომატი იქნება. ის ისეთივე მნიშვნელოვან როლს ითამაშებს ქვეყნის დემოკრატიული განვითარების პროცესში, როგორიც კელი დეგნანი იყო.
როგორიც არ უნდა იყოს აშშ-ს ახალი ელჩი საქართველოში, “ქართულ ოცნებას“ ერთი თვის თავზე მასთან კონფლიქტი მოუვა. “ქართული ოცნებისთვის" დემოკრატია, დასავლური ღირებულებები, ქვეყნის ევროპული მისწრაფებები არის მიუღებელი.
„ქართული ოცნება“ რუსეთის გზას დაადგა და ამ ისტორიულ მომენტში არის რუსეთის მოკავშირე უკრაინის წინააღმდეგ ომში, გამოკვეთილი აქვს ანტიდასავლური გეზი. ჩვენ იმ რიტორიკას ვისმენთ, რითაც პარლამენტში “ქართული ოცნების“ წარმომადგენლები საუბრობენ... ასევე თუ გავიხსენებთ აშშ-ს წინა ელჩთან დაკავშირებულ ინციდენტებს, ეს შემთხვევითი არ იყო - “ქართული ოცნების“ პოლიტიკა ჩვენი დასავლელი პარტნიორების კურსთან შეუთავსებელია“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ელჩი რობინ დანიგენი უკვე თბილისშია. საქართველოში მისი ჩამოსვლის შესახებ ინფორმაციას თავად საელჩო ავრცელებს.
რობინ დანიგენმა საქართველოში აშშ-ის ელჩის თანამდებობაზე კელი დეგნანი შეცვალა.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 80

Greg Prosmushkin

(215) 543-7220
PHILADELPHIA, PA
  • 100

DudAna

(718) 864-2140
Forest Hills, NY
  • 60

Shalva Ketsbaia

(347) 543 2282
,
  • 80

OLGA GORELIK

(718) 596-8888
Brooklyn, NY
  • 60

გენ. საკონსულო ნიუ იორკში

(212) 922-1722
New York, NY