09/10/23574 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

"ვგმობთ რუსეთის გაცხადებულ მისწრაფებას, ააშენოს ბაზა ოჩამჩირეში" - NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია

"ვგმობთ რუსეთის გაცხადებულ მისწრაფებას, რომ ააშენოს ფლოტისთვის ბაზა ოჩამჩირეში, რომელიც მდებარეობს რუსეთის მიერ უკანონოდ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიაზე, რაც საფრთხეს წარმოადგენს შავი ზღვის რეგიონში მომავალი დესტაბილიზაციისთვის,- ამის შესახებ NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია 485-შია საუბარი. 
"ძლიერად ვგმობთ რუსეთის გაუმართლებელ, არაპროვოცირებულ, უკანონო და სასტიკ ომს უკრაინის წინააღმდეგ, ისევე როგორც საქართველოს რეგიონების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის უკანონო ოკუპაციას, რომელიც არის რუსეთის ფედერაციიდან მომდინარე ყოველდღიური, ცხადი და ღია მუქარა ალიანსის უსაფრთხოების და ევროატლანტიკური სივრცის მშვიდობისა და სტაბილურობისადმი. ვაცნობიერებთ, რომ რუსეთის ქმედებები ხაზს უსვამს შავი ზღვის რეგიონის გაზრდილ სტრატეგიული მნიშვნელობას ევროატლანტიკური უსაფრთხოებისთვის, როგორც ეს 2022 წლის სტრატეგიულ კონცეფციაშია აღნიშნული და საჭიროებს ყოვლისმომცველი შავი ზღვის სტრატეგიის განვითარებას.
ვგმობთ რუსეთის გაცხადებულ მისწრაფებას, რომ ააშენოს ფლოტისთვის ბაზა ოჩამჩირეში, რომელიც მდებარეობს რუსეთის მიერ უკანონოდ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიაზე, რაც საფრთხეს წარმოადგენს შავი ზღვის რეგიონში მომავალი დესტაბილიზაციისთვის.
მხარს ვუჭერთ ალიანსის მცდელობა, რომ საჭიროებებზე მორგებული პაკეტი დანერგოს NATO-ს პარტნიორებში, რომლებიც გარე გავლენების მიმართ ყველაზე მოწყვლადნი არიან, ბოსნია და ჰერცეგოვინა, საქართველო და კვლავ დადასტურდეს 2008 წლის ბუქარესტის გადაწყვეტილება, რომ საქართველო გახდება NATO-ს წევრი გაწევრიანების სამოქმედო გეგმით, როგორც გაწევრიანების პროცესის განუყოფელი ნაწილი. საჭიროებებზე მორგებული პაკეტის სწრაფი იმპლემენტაცია მოხდეს საქართველოსა და მოლდოვისთვის მაშინ, როდესაც გრძელდება აქტიური მხარდაჭერა საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებებისა, ისევე როგორც მხარდაჭერილ იქნას NATO-ს წევრობისკენ საქართველოს მიერ გადადგმული ნაბიჯები რეფორმების დღის წესრიგის განგრძობითობის, მათ შორის საკვანძო დემოკრატიული რეფორმების და ეროვნული წლიური პროგრამის გამოყენებით", – ნათქვამია ერთ-ერთ რეზოლუციაში.
ცნობისთვის,  NATO-ს საპარლამენტო ასამბლეამ 3 რეზოლუცია დაამტკიცა, რომლებშიც საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებებისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერაზეა საუბარი.
შეგახსენებთ, დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ დროებით ოკუპირებულ ოჩამჩირეში, რუსეთის საზღვაო ბაზის მოწყობის შესახებ გამოცემა Известия - სთან ინტერვიუში განაცხადა. როგორც ის ამბობს, შესაბამის "შეთანხმებას" მხარეებმა ხელი უკვე მოაწერეს.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 100

Barami

(201) 333-2200
, NY, NJ, DE, CA
  • 100

PA Auto Inspection

(215) 259-7500
Philadelphia, PA
  • 80

Oda House

(646) 998-5152
New York, NY
NO IMAGE
  • 60

Maia Beridze

(347) 236-5921
,
  • 60

Mano SPA

(347) 355-2846
Brooklyn, NY