28/09/23430 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

"ეს შეთანხმებული იყო საქართველოს მთავრობასთან" - კალანშინკოვი ადასტურებს, რომ პირდაპირ ფრენებზე მოლაპარაკებები "ოცნების" ხელისუფლებასთან მიმდინარებდა

"მთავარ არხს" რუსეთის სათათბიროს დეპუტატი უდასტურებს, რომ მოლაპარაკებები საქართველოს ხელისუფლებასთან პირდაპირი ავიამიმოსვლისა და უვიზო რეჟიმის შესახებ, უმაღლეს დონეზე წარმოებდა. 
ლეონიდ კალაშნიკოვი - დუმის დსთ-ს კომიტეტის თავმჯდომარე მთავარ არხთან ინტერვიუში განმარტავს, რომ ამ პროცესში ოთარ ფარცხალაძე  ჩართული არ ყოფილა, თუმცა მომლაპარაკებლებს უშუალოდ აღარ ასახელებს. 
"რა თქმა უნდა, ეს შეთანხმებული იყო საქართველოს მთავრობასთან. ჩვენ ვერ განვაახლებდით რეისებს საქართველოს მთავრობასთან შეუთანხმებლად. რა არის ამაში უჩვეულო? 
მე არ ვიცი, იყო თუ არა წინასწარი მოლაპარაკებები, მაგრამ შეთანხმება იყო. ჩვენთან არის როსავიაცია, თქვენთანაც არის შესაბამისი სტრუქტურები. 
ნებისმიერი ნაბიჯი, რომელიც გადაიდგმება ამ მიმართულებით, არის შანსი და ნაბიჯი დადებითი მიმართულებით. მაგალითად, ავიამიმოსვლის შეჩერება იყო ნაბიჯი, რომელმაც გააუარესა ურთიერთობები, ახლა კი როგორ წავა საქმე, ამას დრო გვიჩვენებს." ამბობს კალაშნიკოვი "მთავართან" სატელეფონო საუბარში.
შეგახსენებთ, ცოტა ხნით ადრე, სერგეი ლავროვმა გააკეთა აღიარება საერთაშორისო მედიასთან და თქვა, რომ  კრემლი მოლაპარაკებას უშუალოდ ქართულ ოცნებასთან აწარმოებდა. 
აქამდე ავიამიმოსვლის აღდგენის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას ოფიციალური მოსკოვიც და თბილისიც ბიზნეს- ჯგუფების აქტივობას მიაწერდნენ. ახლა კი ირკვევა, რომ ქართული ოცნება ფარულ მოლაპარაკებებს ისე აწარმოებდა ოკუპანტ სახელმწიფოსთან, რომ საკუთარი მოქალაქეები საქმის კურსში არ ჩააყენა და ისიც კი არაა ცნობილი, ვინ იჯდა მოლაპარაკების მაგიდასთან.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 80

OLGA GORELIK

(718) 596-8888
Brooklyn, NY
  • 100

Barami

(201) 333-2200
, NY, NJ, DE, CA
  • 60

Larisa Tenberg

(215) 713-6464
PHILADELPHIA, PA
  • 80

WORLD CLASS MMA & JUDO

(267) 792-9400
Philadelphia, PA
  • 60

წმ.თამარ მეფის ეკლესია

(571) 213-8895
Washington, D.C.