27/09/23287 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

ხატია დეკანოიძე - პრეზიდენტის იმპიჩმენტი კანდიდატის სტატუსის იმპიჩმენტია - ხელისუფლება, ბიძინა ივანიშვილთან ერთად, აკეთებს ყველაფერს, რომ საქართველომ დეკემბერში კანდიდატის სტატუსი ვერ მიიღოს

პოლიტიკური ჯგუფის „ევროოპტიმისტების“ წევრი, ხატია დეკანოიძე იმედოვნებს, რომ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ევროპაში ვიზიტების შედეგი საქართველოსთვის კანდიდატობის სტატუსის მომტანი იქნება.
როგორც დეკანოიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ქვეყანამ წლის ბოლოს სტატუსი ვერ მიიღოს.
„[პრეზიდენტის] იმპიჩმენტს მე ხმას არ ვაძლევ. კიდევ ერთხელ დავაფიქსირებ ჩემ პოზიციას და საქართველოს პრეზიდენტს მხარს დავუჭერ განხილვაში მონაწილეობის დროს. ჩემი პოზიცია იცით, რომ პრეზიდენტის იმპიჩმენტი არის ანტიდასავლური პროპაგანდის კიდევ ერთი გაგრძელება. ასევე, მის ვიზიტების შედეგი, დიდი იმედი მაქვს, რომ ქვეყნისთვის იქნება კანდიდატის სტატუსი. მიუხედავად იმ უმძიმესი მდგომარეობისა, რაც ახლა ჩვენ გვაქვს იმიტომ, რომ ხელისუფლებები მიდიან, მოდიან და საქართველო რჩება, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, რომ იმპიჩმენტი არის კანდიდატის სტატუსის იმპიჩმენტი. ამიტომ, ეს ერთმანეთთან ცოტა შეუთავსებელია, ამას მივყავართ ერთ ლოგიკურ დასკვნამდე, რომ საქართველოს ხელისუფლება, ყველა ადამიანი, ბიძინა ივანიშვილთან ერთად აკეთებს ყველაფერს, რომ საქართველომ დეკემბერში კანდიდატის სტატუსი ვერ მიიღოს“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
გარდა ამისა, ხატია დეკანოიძემ ჟურნალისტებთან ისაუბრა აფხაზეთის ომში დაღუპულთა მემორიალთან ხმაურზე, როდესაც ომში დაღუპულის ოჯახის წევრები პრემიერ-მინისტრთან მისვლას ცდილობდნენ, რათა მისთვის დაღუპულთა გადმოსვენებაში დახმარება ეთხოვათ, ამის საშუალება კი, მათ ირაკლი ღარიბაშვილის დაცვამ არ მისცა.
„ეს მე არ მიკვირს. საქართველოს პრემიერ-მინისტრი იმიტომ, რომ არ დაელაპარაკოს საქართველოს მოქალაქეებს, ურთიერთობა არ ჰქონდეს მათთან, ბიუჯეტის ხარჯით ჩარტერს ქირაობს და მიფრინავს და არა მხოლოდ პრემიერ-მინისტრი. თითოეულ მათგანთან მაქვს კითხვა, ბოლოს, როდის იმგზავრეს საზოგადოებრივი ტრანსპორტით, როდის ესაუბრნენ ხალხს? უამრავი ადამიანია, რომელსაც კონკრეტული პრობლემები აწუხებს და ქვეყნიდან მილიონზე მეტი ადამიანია გახიზნული. ამიტომ, რა თქმა უნდა, შეკითხვები არის და რაღაც ეფემერულ, პარალელური გალაქტიკიდან ეკონომიკაზე საუბრობს პრემიერ-მინისტრი. ეს ადამიანებს უკმაყოფილებას იწვევს“, - განაცხადა დეკანოიძემ.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 9-ზე - 29 ნოემბერი, 2023.
      10 საათზე, 29 ნოე
    • მთავარი 9-ზე - 25 ნოემბერი, 2023.
      9 საათზე, 25 ნოე
    • მთავარი 9-ზე - 21 ნოემბერი, 2023.
      9 საათზე, 21 ნოე
    • კურიერი - 21 ნოემბერი, 2023.
      9 საათზე, 21 ნოე
    • მოამბე 21 საათზე - 21 ნოემბერი, 2023.
      9 საათზე, 21 ნოე
    • პირველები - 21 ნოემბერი, 2023.
      8 საათზე, 21 ნოე

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • საჯარო პოლიტიკა - 29 ნოემბერი, 2023.
      29 ნოემბერი
    • გიორგი თარგამაძის ფორმულა - 29 ნოემბერი, 2023.
      29 ნოემბერი
    • დღის სტუმარი - 29 ნოემბერი, 2023.
      29 ნოემბერი
    • დღის ამბები - 29 ნოემბერი, 2023.
      29 ნოემბერი
    • სპექტრი - 29 ნოემბერი, 2023. აკია ბარბაქაძე
      29 ნოემბერი
    • ანეგდოტების შოუ - 26 ნოემბერი, 2023.
      27 ნოემბერი
    • P.S. - 26 ნოემბერი, 2023.
      27 ნოემბერი
    • დროება - 26 ნოემბერი, 2023. ვარდების რევოლუციის რევიზია - ახალი კონტექსტი, ღირსების რევოლუცია 2024 საარჩევნო ყუთებთან
      26 ნოემბერი
    • კვირაში ერთხელ - 25 ნოემბერი, 2023. შუა უნდა შეიკრიბოს?
      25 ნოემბერი
    • ნოდარ მელაძის შაბათი - 25 ნოემბერი, 2023.
      25 ნოემბერი
    • ღამის მთავარი - 21 ნოემბერი, 2023.
      21 ნოემბერი
    • კომენტარი - 21 ნოემბერი, 2023.
      21 ნოემბერი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 80

WORLD CLASS MMA & JUDO

(267) 792-9400
Philadelphia, PA
  • 80

Oda House

(646) 998-5152
New York, NY
  • 100

ბევრი

(650) 384-6500
Palo Alto, CA
  • 60

წმ.თამარ მეფის ეკლესია

(571) 213-8895
Washington, D.C.
  • 60

Mano SPA

(347) 355-2846
Brooklyn, NY