27/09/23499 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

ლევან ხაბეიშვილი მელიაზე - მნიშვნელოვანია ყველამ გააცნობიეროს, რომ პირადი ამბიციების, პირადი წყენის გამო არ შეიძლება მთავარი მიზნისგან გადახვევა, რაც არის ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი და რუსი ოლიგარქის წინააღმდეგ ბრძოლა

კონკრეტულ ადამიანებს, რომლებსაც ამ დრომდე გადაწყვეტილება არ მიუღიათ, როგორ და რა გზით აგრძელებენ ბრძოლას და ამბობენ, რომ რაღაც კონკრეტულ რიცხვში დააფიქსირებენ პოზიციას, ეს მათი კონსტიტუციური უფლებაა. რომ გითხრათ, მთელ დღეს და ღამეს ამაზე ფიქრით ენერგიას ვხარჯავ, მოგატყუებთ, - ასე უპასუხა “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა ჟურნალისტების კითხვას ყოფილი თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებაზე, რომლის თანახმად, 7 ოქტომბერს შეიკრიბებიან და საზოგადოებას გააცნობენ, თუ რა პლატფორმიდან იბრძოლებენ ხელისუფლების წინააღმდეგ.
ლევან ხაბეიშვილის თქმით, მნიშვნელოვანია ყველამ გააცნობიეროს, რომ პირადი ამბიციების, პირადი წყენების გამო არ შეიძლება მთავარი მიზნისგან გადახვევა.
“ყველა ადამიანი, ვინც უბრალოდ აჯობებს საკუთარ თავს, პირად ამბიციებს, პირად წყენას გადადებს და მზად იქნება ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ იბრძოლოს, ცხადია, “ნაციონალური მოძრაობისთვის” და ამ კონკრეტული ადამიანებისთვის, პოლიტიკური ჯგუფისთვის,სამოქალაქო საზოგადოების წევრისთვის, ერთი კონკრეტული ადამიანისთვის კარი იქნება ღია. კონკრეტული ადამიანები თავად იღებენ გადაწყვეტილებას, თუ როგორ უნდა იბრძოლონ ან არ იბრძოლონ ან სხვა სტრატეგია აირჩიონ. შესაბამისად, ეს არის მისი პერსონალური გადაწყვეტილება. ვიმეორებ, მნიშვნელოვანია ყველამ გააცნობიეროს, რომ პირადი ამბიციების, პირადი წყენების გამო არ შეიძლება მთავარი მიზნისგან გადახვევა, რაც არის ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი და რუსი ოლიგარქის წინააღმდეგ ბრძოლა. ამიტომ, დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. ჩვენ აბსოლუტურად ყველასთან ვსაუბრობთ იმისთვის, რომ უზრუნველვყოთ მაქსიმალური ერთობა. ჩვენ გვაქვს “გამარჯვების პლატფორმა” და ამ პლატფორმის კარი, ცხადია, ნებისმიერი ადამიანისთვის ღიაა, ვისაც სურს ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლა”, - განაცხადა ხაბეიშვილმა.
რაც შეეხება კითხვას, ჰქონდა თუ არა მელიასთან ამ საკითხზე საუბარი, როგორც ხაბეიშვილი პასუხობს, საჯარო პოლიტიკის მომხრეა და კულუარებში, კარს მიღმა მოლაპარაკებებს არ ემხრობა.
“საჯაროდ ვაფიქსირებ იმ პოზიციას, რომელიც, მათ შორის აქვს “ნაციონალურ მოძრაობას”. შესაბამისად, არავის დახურულ კარს მიღმა არ ვხვდები, საჯაროდ გვაქვს კონკრეტული შეთავაზებები და ყველამ კარგად უნდა გაიგოს, “ნაციონალურ მოძრაობაში” განსაკუთრებით, აღარასდროს დახურულ კარს მიღმა რამდენიმე ადამიანი გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს. ჩვენ პრეცედენტი გვაქვს, სადაც პარტიის თავმჯდომარე პირდაპირი წესითაა არჩეული, პოლიტიკური საბჭოს წევრებიც. ამიტომ გამჭვირვალობა, არჩევითობა “ნაციონალურ
მოძრაობაში” შემდგომი გადაწყვეტილების მიღებისას მთავარი იქნება. ცხადია, ჩვენთვის მნიშვნელოვანია იმ ადამიანებთან ერთობა, ვისაც გადაწყვეტილი აქვს ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლა. კონკრეტულ ადამიანებს, რომლებსაც ამ დრომდე გადაწყვეტილება არ მიუღიათ, როგორ და რა გზით აგრძელებენ ბრძოლას, თავად ამ დრომდე არ იციან და ამბობენ, რომ მომავალში რაღაც კონკრეტულ რიცხვში დააფიქსირებენ პოზიციას, ეს მათი კონსტიტუციური უფლებაა, ამის უფლება აქვთ, ოღონდ რომ გითხრათ, მთელ დღეს და ღამეს ამაზე ფიქრით ენერგიას ვხარჯავ, მოგატყუებთ. ბევრად მნიშვნელოვანი საქმეები გვაქვს, მათ შორის ხალხთან კომუნიკაცია, საპენსიო რეფორმები, პარტიაში მიმდინარეობს მუშა პროცესი და ყველა ადამიანს აქვს შესაძლებლობა ჩაერთოს ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლაში”, - განაცხადა ხაბეიშვილმა.
ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებით, 7 ოქტომბერს, 14:00 საათზე, თბილისში, სასტუმრო „ბილტმორში“ მთელი ქვეყნიდან თანამოაზრეები შეიკრიბებიან და მომავალ პოლიტიკურ ცხოვრებაზე იმსჯელებენ.
„თანამოაზრეები მთელი ქვეყნიდან ვიკრიბებით და ვიმსჯელებთ მომავალ პოლიტიკურ ცხოვრებაზე. ეს არ ნიშნავს, რომ იმ დღეს ჩვენ რაიმე გადაწყვეტილებას მივიღებთ. მე არ ვაპირებ გამუდმებით ვილაპარაკო ვანო მერაბიშვილზე, დავით კეზერაშვილზე, საკმარისი ვილაპარაკეთ ერთმანეთზე და არც თუ ისე პოზიტიურ კონტექსტში. მიზანი და ამოცანა სულ სხვაა. როდესაც წყვილი ბედნიერი არ არის, შესაძლებელია განშორება სჯობდეს, იმიტომ, რომ შეუძლებელია ოჯახში იყო და გამუდმებით ჩხუბობდე. ამიტომ, არ გამოვრიცხავ, რომ ჩვენ სხვა პლატფორმიდან მოგვწიოს ბრძოლა, მაგრამ ეს არ არის ჩემი, არც 10, 20 და 30 ადამიანის გადასაწყვეტი, მაგრამ ვთანხმდებით, რომ საერთო მიზნის გარშემო ერთ ორბიტაზე აუცილებლად ვიქნებით“, -განაცხადა ნიკა მელიამ „მთავარის არხის“ ეთერში.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 9-ზე - 29 ნოემბერი, 2023.
      10 საათზე, 29 ნოე
    • მთავარი 9-ზე - 25 ნოემბერი, 2023.
      9 საათზე, 25 ნოე
    • მთავარი 9-ზე - 21 ნოემბერი, 2023.
      9 საათზე, 21 ნოე
    • კურიერი - 21 ნოემბერი, 2023.
      9 საათზე, 21 ნოე
    • მოამბე 21 საათზე - 21 ნოემბერი, 2023.
      9 საათზე, 21 ნოე
    • პირველები - 21 ნოემბერი, 2023.
      8 საათზე, 21 ნოე

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • საჯარო პოლიტიკა - 29 ნოემბერი, 2023.
      29 ნოემბერი
    • გიორგი თარგამაძის ფორმულა - 29 ნოემბერი, 2023.
      29 ნოემბერი
    • დღის სტუმარი - 29 ნოემბერი, 2023.
      29 ნოემბერი
    • დღის ამბები - 29 ნოემბერი, 2023.
      29 ნოემბერი
    • სპექტრი - 29 ნოემბერი, 2023. აკია ბარბაქაძე
      29 ნოემბერი
    • ანეგდოტების შოუ - 26 ნოემბერი, 2023.
      27 ნოემბერი
    • P.S. - 26 ნოემბერი, 2023.
      27 ნოემბერი
    • დროება - 26 ნოემბერი, 2023. ვარდების რევოლუციის რევიზია - ახალი კონტექსტი, ღირსების რევოლუცია 2024 საარჩევნო ყუთებთან
      26 ნოემბერი
    • კვირაში ერთხელ - 25 ნოემბერი, 2023. შუა უნდა შეიკრიბოს?
      25 ნოემბერი
    • ნოდარ მელაძის შაბათი - 25 ნოემბერი, 2023.
      25 ნოემბერი
    • ღამის მთავარი - 21 ნოემბერი, 2023.
      21 ნოემბერი
    • კომენტარი - 21 ნოემბერი, 2023.
      21 ნოემბერი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 100

Barami

(201) 333-2200
, NY, NJ, DE, CA
  • 0

GFlex

(322) 052704
Tbilisi,
  • 60

Zurab Kvantrishvili

(267) 912-7987
, PA
  • 100

Gzavnili

(718) 676-0022
Brooklyn, New York
  • 80

Max Chania REALTOR

(215) 776-7093
Jenkintown, PA