19/09/23572 ნახვა წყარო: accentnews.geფოტო: accentnews.ge

ზელენსკი – მსოფლიო ლიდერებს: მოლდოვისა და საქართველოს ნაწილი კვლავ ოკუპირებულია რუსეთის მიერ, მან სირია ნანგრევებად აქცია და თითქმის შთანთქა ბელარუსი, აგრესორის დასამარცხებლად ერთად უნდა ვიმოქმედოთ

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მსოფლიო ლიდერები გაერო–ს ტრიბუნიდან კიდევ ერთხელ გააფრთხილა, რომ მის ქვეყანაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის მიზანი მხოლოდ უკრაინით არ შემოიფარგლება.
გაერო–ს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას მან კრემლის მიზნებზე საუბრისას პირველ რიგში, რუსეთის მიერ შავი ზღვის პორტების ბლოკადის მაგალითი მოიყვანა და განაცხადა, რომ აღნიშნული უკრაინას მარცვლეულის გადაზიდვას ურთულებს. მისი თქმით, ეს თავის მხრივ, იწვევს სურსათზე ფასების მატებას, რაც ხელს უწყობს გლობალურ შიმშილს.
"აშკარაა რუსეთის მცდელობა, მსოფლიო ბაზარზე სურსათის დეფიციტი იარაღად გამოიყენოს, ზოგიერთი, თუ არა ყველა, დაკავებული ტერიტორიის აღიარების სანაცვლოდ. რუსეთი სურსათის ფასებს იარაღად იყენებს. მათი გავლენა ვრცელდება აფრიკიდან სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიამდე. ეს არის საფრთხის მასშტაბი", – განაცხადა ზელენსკიმ.
გარდა ამისა, ზელენსკიმ აღნიშნა, რომ რუსეთი ცდილობს, დაბლოკოს გაზისა და ნავთობის მიწოდება მასზე დამოკიდებულ ევროპულ ქვეყნებში.
„კრემლმა ნავთობი და გაზი იარაღად გამოიყენა სხვა ქვეყნების ლიდერების დასასუსტებლად“, - თქვა მან და დასძინა, რომ „ახლა ეს საფრთხე კიდევ უფრო დიდია“.
"რუსეთი ასევე აქცევს სხვა ქვეყნის ელექტროსადგურებს ნამდვილ ბინძურ ბომბებად. ნახეთ, გთხოვთ, რა გააკეთა რუსეთმა ჩვენს ზაპოროჟიეს ელექტროსადგურზე - დაბომბა, დაიპყრო და შემდეგ სხვებს აშანტაჟებს რადიაციის გაჟონვით", - განაგრძო მან.
ამასთან, ზელენსკიმ ისაუბრა რუსეთის ურთიერთობებზე სხვა ქვეყნებთან, მათ შორის საქართველოსთან:
"როდესაც სიძულვილია იარაღად გამოყენებული სხვა ერის წინააღმდეგ, ის აქ არასდროს ჩერდება. ყოველ ათწლეულში რუსეთი იწყებს ახალ ომს. მოლდოვისა და საქართველოს ნაწილი კვლავ ოკუპირებულია. რუსეთმა სირია ნანგრევებად აქცია. მოსკოვმა თითქმის შთანთქა ბელარუსი. ცხადია, ეს საფრთხეს უქმნის ყაზახეთს და ბალტიისპირეთის სხვა ქვეყნებს“.
როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, რუსეთის მიზანი არის უკრაინის იარაღად გადაქცევა საერთაშორისო წესებზე დაფუძნებული წესრიგის წინააღმდეგ.
"გენერალური ასამბლეის დარბაზში შეიძლება, ბევრი ადგილი დაცარიელდეს, თუ რუსეთი წარმატებას მიაღწევს თავისი ღალატითა და აგრესიით“, - თქვა ზელენსკიმ და დასძინა, რომ რუსეთი უნდა შეჩერდეს.
"აგრესორის დასამარცხებლად ერთად უნდა ვიმოქმედოთ", – აღნიშნა მან.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

GBM Truck Service

(973) 527-3620
Stanhope, New Jersey
  • 60

SOPHIE KVANTALIANI

(908) 240-2610
, NJ
  • 40

წმ.მარიამ მეგვიპტელის მართლმადიდებელი სამრევლო

New York, NY
  • 0

GFlex

(322) 052704
Tbilisi,
  • 100

ბევრი

(650) 384-6500
Palo Alto, CA