18/09/23499 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებით ეროვნული ბანკის მიერ მიღებული გადაწყვეტილება „პირდაპირ ეწინააღმდეგება“ საქართველოს კონსტიტუციას

"ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ეროვნული ბანკის მხრიდან მიღებული გადაწყვეტილება საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორის, აშშ-ის მიერ დასანქცირებული ოთარ ფარცხალაძის მიმართ „პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას“.
კობახიძის თქმით, ეროვნული ბანკის შიდა რეგულაცია შეიძლება არსებობდეს, მაგრამ უპირატესობა ყოველთვის ენიჭება საქართველოს კონსტიტუციას.
კობახიძე განმარტავს, როცა საქართველოს მოქალაქეს ეხება საქმე, იქ სახელმწიფო განსხვავებული პასუხისმგებლობით მოქმედებს.
„როდესაც საქმე ეხება გარკვეული გადაწყვეტილების მიღებას. ეროვნული ბანკის შიდა რეგულაცია შეიძლება არსებობდეს, მაგრამ უპირატესობა ყოველთვის ენიჭება საქართველოს კონსტიტუციას. ასეთი გადაწყვეტილება თუ არის მიღებული ეროვნული ბანკის მხრიდან, პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, კერძოდ, მის ერთ-ერთ ფუძემდებლურ პრინციპს, ეს არის უდანაშაულობის პრეზუმფცია. საქართველოს მოქალაქე განსაკუთრებულად არის დაცული საქართველოს კონსტიტუციით. რა თქმა უნდა, უცხოელს შეიძლება შეუზღუდო აქ კომერციული საქმიანობის ან სხვა ტიპის საქმიანობის წარმოება, , მაგრამ როცა საქართველოს მოქალაქეს ეხება საქმე, იქ სახელმწიფო მოქმედებს განსხვავებული პასუხისმგებლობით“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
საქართველოს ეროვნული ბანკის განმარტებით, ყოფილ გენერალურ პროკურორს ოთარ ფარცხალაძეს საბანკო აქტივებზე წვდომა და ფინანსური ტრანზაქციების შესრულება შეზღუდული აქვს.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ ეროვნულ ბანკში ფარცხალაძის სანქცირების საკითხზე განუცხადეს, სანქცირებულ პირს ეზღუდება როგორც სახსრების განკარგვა, ისე ყველა სახის ფინანსური ოპერაციის განხორციელების შესაძლებლობა.
ეროვნულ ბანკში საერთაშორისო სანქციების შესაბამისად საქართველოს მიერ გატარებულ ღონისძიებებს განმარტავენ და აცხადებენ, რომ ქართული საფინანსო სექტორი მოქმედებს სანქციათა რეჟიმებით გათვალისწინებული მოთხოვნების სრული დაცვით.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • კურიერი 9-ზე - 4 ოქტომბერი, 2023.
      9 საათზე, 4 ოქტ
    • მოამბე 9-ზე - 4 ოქტომბერი, 2023.
      9 საათზე, 4 ოქტ
    • ქრონიკა 8-ზე - 4 ოქტომბერი, 2023.
      8 საათზე, 4 ოქტ
    • პირველები 8-ზე - 4 ოქტომბერი, 2023.
      8 საათზე, 4 ოქტ
    • ფორმულა 8-ზე - 4 ოქტომბერი, 2023.
      8 საათზე, 4 ოქტ
    • კურიერი 6-ზე - 4 ოქტომბერი, 2023.
      6 საათზე, 4 ოქტ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • საჯარო პოლიტიკა - 4 სექტემბერი, 2023.
      4 ოქტომბერი
    • გიორგი თარგამაძის ფორმულა - 4 ოქტომბერი, 2023.
      4 ოქტომბერი
    • სპექტრი - 4 ოქტომბერი, 2023.
      4 ოქტომბერი
    • დღის სტუმარი - 4 ოქტომბერი, 2023.
      4 ოქტომბერი
    • დღის ამბები - 4 ოქტომბერი, 2023.
      4 ოქტომბერი
    • საქმის კურსი - 4 ოქტომბერი, 2023.
      4 ოქტომბერი
    • დღის ამბები - 4 ოქტომბერი, 2023.
      4 ოქტომბერი
    • საქმის კურსი - 4 ოქტომბერი, 2023.
      4 ოქტომბერი
    • დღის ამბები - 4 ოქტომბერი, 2023.
      4 ოქტომბერი
    • სამზარეულოს ომები - 3 ოქტომბერი, 2023.
      3 ოქტომბერი
    • თავისუფალი ხედვა - 3 ოქტომბერი, 2023. არჩილ თალაკვაძე / დავით უსუფაშვილი
      3 ოქტომბერი
    • ღამის მთავარი - 3 ოქტომბერი, 2023.
      3 ოქტომბერი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 100

SOPHIE KVANTALIANI

(908) 240-2610
, NJ
  • 60

Zurab Kvantrishvili

(267) 912-7987
, PA
  • 100

ია შუბითიძე

(706) 242-7354
Cumming, GA
  • 100

Eti Saladze

(718) 305-1606
Brooklyn, NY
  • 80

Georgian bread

(215) 677-4323
PHILADELPHIA, PA