18/09/23345 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

უმრავლესობა მესამე მოსმენით „დეოლიგარქიზაციის შესახებ” კანონის პროექტს მხარს არ დაუჭერს

საპარლამენტო უმრავლესობა „დეოლიგარქიზაციის შესახებ” კანონის პროექტს მესამე მოსმენით 19 სექტემბრის პლენარულ სხდომაზე მხარს არ დაუჭერს. შესაბამისი განცხადება „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა.
კობახიძის თქმით, მთავრობასთან არსებულმა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიამ უკვე მოიწონა დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმის პროექტი, რომელსაც საბოლოო სახე ევროკომისიასთან დამატებითი კონსულტაციების შემდეგ მიეცემა. დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმის პროექტი მიმდინარე კვირის ბოლომდე ვენეციის კომისიას გაეგზავნება. შესაბამისად, სამოქმედო გეგმის მოწონების პირობებში, პარლამენტის მიერ ორი მოსმენით მიღებულმა "დეოლიგარქიზაციის" შესახებ კანონმა პრაქტიკული აქტუალობა დაკარგა.
კობახიძემ განმარტა, რა საკითხები განიხილეს უმრავლესობის სხდომაზე.
„ჩვენი საუბარი შეეხო ევროკავშირთან დაკავშირებულ თემებს.
როგორც მოგეხსენებათ, ერთი კვირის წინ გაიმართა შეხვედრები და შესაბამისად, შედგა მოლაპარაკებები ევროკომისიის წარმომადგენლებთან, მათ შორის ჯოზეფ ბორელთან, ასევე, ევროკომისიის სხვა მაღალი თანამდებობის პირებთან.
ამ შეხვედრებზე გამოიკვეთა ოთხი საკითხი, რომელზეც ევროკომისიას სურს პროგრესის ხილვა მიმდინარე წლის სექტემბრის ბოლომდე. საქართველოს ხელისუფლება ევროკომისიის მოთხოვნებს ოთხივე მიმართულებით სრულად უპასუხებს. ამაზე შევჯერდით დღეს უმრავლესობის სხდომაზე.
მინდა ოთხივე საკითხს შევეხო:
პირველი, ევროკომისიის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ, ევროკომისიის რეკომენდაციის შესაბამისად საქართველოს მთავრობასთან არსებულმა საქართველო-ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიამ უკვე მოიწონა დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმის პროექტი, რომელსაც საბოლოო სახე ევროკომისიასთან დამატებითი კონსულტაციების შემდეგ მიეცემა. გარდა ამისა, სამოქმედო გეგმის პროექტი მიმდინარე კვირის ბოლომდე ვენეციის კომისიას გაეგზავნება. ესეც ერთ-ერთი რეკომენდაცია იყო ევროკომისიის მხრიდან.
სამოქმედო გეგმის მოწონების პირობებში, პარლამენტის მიერ ორი მოსმენით მიღებულმა დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონმა დაკარგა პრაქტიკული აქტუალობა. ასევე, ევროკომისიის რეკომენდაციების შესაბამისად, პარლამენტი ხვალ მესამე მოსმენით განიხილავს და არ მიიღეს კანონპროექტს, რომელიც ე.წ. პერსონალიზებულ მიდგომას ეფუძნებოდა. ამავდროულად, მოვუწოდებ ევროკომისიას, თავადაც უარი თქვას პერსონალიზებულ მიდგომაზე, რაც 12 პრიორიტეტში იყო ასახული და რომელიც აქტიურად იქნა გამოყენებული სპეკულირებისთვის როგორც საქართველოში მოქმედი ოპოზიციის მხრიდან, ასევე მათთან დაკავშირებული ევროპარლამენტარების, თუ სხვა უცხოელის [პოლიტიკოსების] მიერ“,- განაცხადა კობახიძემ.
რაც შეეხება "საერთო სასამართლოების შესახებ" ორგანულ კანონს, კობახიძის თქმით, საპარლამენტო უმრავლესობამ უკვე შეიმუშავა შესაბამისი კანონპროექტი, რომელიც მიმდინარე კვირის ბოლომდე დაინიცირდება და ვენეციის კომისიას გაეგზავნება.
"ესეც ევროკომისიის ერთ-ერთი მოთხოვნა იყო, რომელსაც სრულად ვასრულებთ", - აღნიშნა კობახიძემ.
საქართველოს პარლამენტში ინიცირებულ კიდევ ერთ "საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების" პროექტი კი, რომელიც ცესკო-ს თავმჯდომარისა და წევრების არჩევის საკითხს ეხება, მიმდინარე სასესიო კვირაში პარლამენტი პირველი მოსმენით განიხილავს და მიიღებს. ევროკომისიის რეკომენდაციის შესაბამისად, კანონპროექტი მიმდინარე კვირის ბოლომდე ასევე ვენეციის კომისიაში გაიგზავნება.
კობახიძის თქმით, ევროკომისიის რეკომენდაციის შესაბამისად, ვენეციის კომისიაში მიმდინარე კვირის ბოლომდე გაიგზავნება ანტიკორუფციული ბიუროს, სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის დაფუძნებასთან დაკავშირებული კანონმდებლობაც.
"ანუ, იყო ოთხი ძირითადი რეკომენდაცია, რომელიც ჯოზეფ ბორელის და ევროკომისიის მაღალი წარმომადგენლების მხრიდან გაჟღერდა. ოთხივე საკითხთან დაკავშირებით სრული რეაგირება გვაქვს“,-განაცხადა კობახიძემ.
გარდა ამისა, მისივე განმარტებით, ევროკომისიის რეკომენდაციის შესაბამისად, დამტკიცდება ეროვნული რისკების შეფასების დოკუმენტი ფულის გათეთრების შესახებ და ასევე, მომზადდება ადამიანის უფლებათა სტრატეგიის სამოქმედო გეგმის პირველადი პროექტი.
„ასევე, ევროკომისიაში გაიგზავნება ინფორმაცია 2021 წლის 5 ივლისს მომხდარი ძალადობის ორგანიზატორების გამოვლენასა და პასუხისგებაში მიცემასთან დაკავშირებული გამოძიების შესახებ. გაგრძელდება როგორც დარგობრივი, ისე საკოორდინაციო შეხვედრების გამართვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან“, - დასძინა კობახიძემ.
ირაკლი კობახიძე იმედოვნებს, რომ დეკემბერში ევროპული საბჭო საქართველოსთან დაკავშირებით დადებით გადაწყვეტილებას მიიღებს.
„იმედს გამოვთქვამთ, რომ დეკემბერში ევროპული საბჭო მიიღებს სამართლიან გადაწყვეტილებას, რაც რადიკალურ ოპოზიციას გამოაცლის ხელოვნურ საბაბს ქვეყანაში რადიკალიზმის გასაღვივებლად და თვისებრივად შეამცირებს ე.წ. პოლარიზაციას, რომლის შენარჩუნება მხოლოდ საქართველოს არაკეთილმოსურნეების ინტერესებში შეიძლება შედიოდეს“, - განაცხადა კობახიძემ.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 80

Oda House

(646) 998-5152
New York, NY
  • 80

Greg Prosmushkin

(215) 543-7220
PHILADELPHIA, PA
  • 80

OLGA GORELIK

(718) 596-8888
Brooklyn, NY
  • 100

PA Auto Inspection

(215) 259-7500
Philadelphia, PA
  • 80

Givi Kutidze

(248) 454-1057
Bloomfield Twp, MI