16/08/23553 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

ირაკლი კობახიძე - სინანული მინდა გამოვხატო, რომ დათო ჯელაძეს გული ვატკინე - ის არის გულიანი ვაჟკაცი, რაჭველი კაცი

სინანული მინდა გამოვხატო იმასთან დაკავშირებით, რომ დათო ჯელაძეს გული ვატკინე, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ შოვში ჟურნალისტებს განუცხადა.
კობახიძის თქმით, მას შეხვედრა ჰქონდა დავით ჯელაძესთან, რომელიც სტიქიას გადაურჩა. კობახიძის თქმით, დათო არის გულიანი ვაჟკაცი.
„ჯერ სატელეფონო საუბარი მქონდა დათო ჯელაძესთან, შემდეგ მას შევხვდი. ჩემი შთაბეჭდილება მინდა გაგიზიაროთ: დათო არის გულიანი ვაჟკაცი, რაჭველი კაცი. მან დეტალურად გაიხსენა ის ისტორია, რომელიც გადახდა. წარმოუდგენელი ისტორიაა, საოცარი ისტორიაა. რეალურად, მან ყველაფერი გააკეთა, იმისათვის რომ თავისი დისშვილი გაეყვანა მაქსიმალურად უსაფრთხო ტერიტორიაზე. საკუთარ თავს აჯობა, ისეთი გზა აქვს მას გამოვლილი თავის პატარა დისშვილთან ერთად. წარმოუდგენელი, რაღაც აქვს გაკეთებული.
სინანული მინდა გამოვხატო იმასთან დაკავშირებით, რომ დათო ჯელაძეს გული ვატკინე, რაც მან თქვა. ეს არის ძალიან დასანანი. ჩვენ გვქონდა შეხვედრა და საუბარი ყველაფერთან დაკავშირებით. მან განმარტა მისი ისტორია, მეც განვმარტე ყველაფერი. მთავარია ის, რომ დათო ძალიან მძიმე ვითარებიდან გამოვიდა და გადარჩა. გადარჩა მისი დისშვილი და ოჯახი. ამაში არის დათოს დიდი დამსახურება და იმ გზის დამსახურება, რომელიც მან გამოიარა, თავის დისშვილთან ერთად“,- განაცხადა კობახიძემ.
კობახიძემ ასევე განმარტა ბრიფინგზე გაკეთებული თავისი განცხადება, სადაც მან განაცხადა, რომ „საუბარი, რომ ვიღაც სტიქიას 3 საათი ებრძოდა, უბრალოდ ცარიელი ტყუილია“.
კობახიძის თქმით, ბრიფინგის დროს მან არ იცოდა ვის მიერ იყო ფოტო დადებული, ზუსტად რა იყო ასახული ფოტოზე.
„მინდა გვამარტო, თუ რაზე იყოს საუბარი. იყო ბრიფინგი, სადაც ერთ-ერთმა ჟურნალისტმა მაჩვენა ფოტო , რომელიც პირველად ვნახე ბრიფინგის დროს. იცით, რომ სოციალურ მედიაში ძალიან ხშირად ვრცელდება ყალბი ფოტოები. აქედან გამომდინარე არ ვიცოდი ვის მიერ იყო ფოტო დადებული, ზუსტად რა იყო ფოტოზე ასახული. აქედან გამომდინარე კითხვა დავსვა თუ რამდენად შეესაბამებოდა სინამდვილეს ეს ფოტო და იქ აღწერილი მოცემულობა. ამის შემდეგ, რა თქმა უნდა, ყველაფერში გავერკვიე, რომ ეს ფოტო დათო ჯელაძის მიერ დადებული ფოტო იყო“,- განაცხადა კობახიძემ.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 100

Gzavnili

(718) 676-0022
Brooklyn, New York
  • 60

Mano SPA

(347) 355-2846
Brooklyn, NY
  • 100

DudAna

(718) 864-2140
Forest Hills, NY
  • 60

ღვთისმშობლის შობის სამრევლო ბრუკლინში

(347) 417-1741
Brooklyn, NY
  • 100

TONE CAFÉ

(718) 332-8082
Brooklyn, NY