16/08/23622 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

მაჭარაშვილი - რუსეთი რაც მეტი მიმართულებით გადაისვრის ძალებს, ამ შემთხვევაში მით უკეთესი იქნება ნატოსთვის - ობიექტურად რომ ვთქვათ, იქნება აშშ-ი, ნატო თუ სხვა, ეს მათთვის შეიძლება სწორი მიმართულება იყოს, მაგრამ საქართველოსთან მიმართებაში ეს როგო

რუსეთის ფედერაცია რაც უფრო მეტი მიმართულებით გადაისვრის ძალებს, ამ შემთხვევაში მით უკეთესი იქნება ნატოსთვის, რომელიც იარაღს აწვდის უკრაინას - ობიექტურად რომ ვთქვათ, იქნება აშშ-ი, ნატო თუ ნებისმიერი სხვა, ეს მათთვის შეიძლება სწორი მიმართულება იყოს, მაგრამ საქართველოსთან მიმართებაში ეს როგორი იქნება?! - აღნიშნული განცხადება პარლამენტში უმრავლესობის დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა გააკეთა.
მაჭარაშვილის თქმით, „საუბარია იმაზე, როცა სხვა ქვეყანას უნდა შენს ხარჯზე გაძლიერდეს და მოიპოვოს უპირატესობა რუსეთის ფედერაციასთან".
„საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა ნომერ პირველი ამოცანაა ქართველი ხალხისთვის. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე არც ერთი სახელმწიფო ისე არ იზრუნებს, როგორც საქართველოს სახელმწიფო და ქართველი ხალხი. დღეს როდესაც სხვა ქვეყნებს, მათ შორის ძლიერ ქვეყნებს სხვა პრიორიტეტი - რუსეთის ფედერაციასთან დაპირისპირება და მისი შესუსტება უდგათ წინ, როგორ გგონიათ წინ საკუთარი ქვეყნის ინტერესებს დააყენებენ თუ საქართველოს ინტერესებს? დღეს უკვე მსოფლიო ვითარება შეიცვალა და აშშ-ი იქნება თუ სხვა სახელმწიფო, საკუთარ ინტერესებზე წინ საქართველოს რატომ დააყენებს? არც უნდა დააყენოს, ისევე როგორც საქართველომ პირველ ადგილზე ჯერ სახელმწიფოსა და ქართველი ხალხის ინტერესები უნდა დააყენოს და შემდეგ სხვა ქვეყნის ინტერესები - ეს არის მთელი მოცემულობა", - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
მაჭარაშვილი იმასაც ამბობს, რომ ნატოს გენერალური მდივნის ოფისის დირექტორის სტიან იენსენის განცხადება იმის შესახებ, რომ უკრაინის ნატოში მიღება უკრაინის ტერიტორიების დათმობის ხარჯზე უნდა მოხდეს, მტკიცებულებაა იმისა, რომ მსოფლიოს გადანაწილება ხდება და ამ ომში სულ სხვა ქვეყნები და ძალები ითბობენ ხელს.
„ხომ იცით, ნატოს მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან ასეთი განცხადებები შემთხვევით არ კეთდება. ეს წამოცდენაც არ არის და გათვლილია შორს მიმავალ გეგმებზე, რაც ომის პარტიის ხელმძღვანელებს გააჩნიათ. მათ სურთ ომი უკრაინაში და სურთ, რომ მეორე ფრონტი საქართველოში იყოს.
მეგობრებო, რომ იცოდეთ, აი ეს ხდება - სამწუხაროდ, ნატოს ხელმძღვანელობაც არ მალავს იმას, რომ ქვეყნებმა არჩევანი ტერიტორიების დათმობის ხარჯზე უნდა გააკეთონ. ესეც გარანტირებული არ არის - არავინ ეუბნება უკრაინას, რომ თუ ტერიტორიებს დათმობს, ნატოში მიიღებენ. როგორც ნატოს ხელმძღვანელობაში მაღალჩინოსნები აცხადებენ, საუბარია იმაზე, რომ ტერიტორიების დათმობის ხარჯზე კონფლიქტის გაყინვა მოხდეს", - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 100

TONE CAFÉ

(718) 332-8082
Brooklyn, NY
NO IMAGE
  • 60

ლია ბარნაბიშვილი

(718) 490 3179
,
  • 80

ია შუბითიძე

(706) 242-7354
Cumming, GA
  • 80

OLGA GORELIK

(718) 596-8888
Brooklyn, NY
  • 60

საქართველოს საელჩო ამერიკის შეერთებულ შტატებში

(202) 387-0864
Washington, D.C.