14/08/23561 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

ბავშვი მეუბნებოდა ამ ადგილას დიდხანს ვერ გავძლებ, ძალიან მცივაო, კინაღამ დავიხრჩვეთ, ამის ახსნა რაღატომ უნდა მჭირდებოდეს - ჯელაძე

შოვში სტიქიას გადარჩენილი დავით ჯელაძე ქართული ოცნების თავმჯდომარის დღევანდელ განცხადებაზე ამბობს, რომ ეს გადარჩენილების შეურაცხყოფა იყო. "დღის სტუმრის" ეთერში მან კიდევ ერთხელ გაიხსენა მომხდარი და თქვა, რომ ის და მისი დისშვილი 2 საათზე მეტხანს მიდიოდნენ მეწყერში, სიარულის დროს დაარტყათ მეწყერმა და საერთოდ მოაშორათ ოჯახს - "კინაღამ დავიხრჩვეთ მე და მაშო, როგორ ამოვძვერით იმ მიწიდან, მიკვირს, ამის ახსნა რაღატომ უნდა მჭირდებოდეს, ვერ ვხვდები".
"მინდა ალბათ დავიძინო, თავიდან გავიღვიძო და ეგ კომენტარი აღარ დამხვდეს, აღარ დამხვდეს იმიტომ, რომ ეგ რა იყო, ეგ იყო შეურაცხყოფა გადარჩენილი ადამიანების. იმ ადამიანების რომლებიც იბრძოდნენ გადასარჩენად და არ უნდოდათ შედეგი. ეგ განცხადება რამ გააკეთებინა, რამ ათქმევინა ეგ ყველაფერი, მე ვერ ვხვდები, ალბათ არ უყვარს ადამიანები, თავისი მოქალაქეები, თავისი ქვეყნის შვილები არ უყვარს ალბათ, არ ვიცი, რატომ გააკეთა ეგ ყველაფერი ვერ ვხვდები მე. ჩვენ იქ ვიბრძოდით გარჩენისთვის, ჩვენით ვიბრძოდით, ჩვენი ძალებით, იქ ადამიანს რა შეიძლება შეეძლოს, არაფერი შეგვეძლო, ღმერთის იმედად ვიყავით და ვმოძრაობდით, გვინდოდა გადავრჩენილიყავით. ირაკლი კობახიძე ამბობს რატომ წავიდა იმ ადგილიდან იმ ადგილასო, ეგ რა კითხვაა?! მაგაზე მეტი კითხვა არ გაუჩნდა ტრაგედიიდან გამომდინარე?! როგორ გადავრჩით?! რატომ გადაადგილდა ამ ადგილიდან იმ ადგილზეაო, ამაზე მეტი კითხვა როგორ ვერ უნდა მოიფიქროს ამხელა ადამიანმა, სახელმწიფოს მმართველმა, ვერ ვხვდები, ამაზე პასუხის გაცემაც მრცხვენია, როგორ უნდა გავცე ამაზე პასუხი, მრცხვენია", - თქვა ჯელაძემ.
მისი თქმით, მეწყერი ზუსტად მათ პირდაპირ მოდიოდა, პატარა მაშო ეუბნებოდა, რომ სციოდა და დიდხანს ვერ გაძლებდა იმ ადგილზე, სადაც იყვნენ.
 ჯელაძე კიდევ ერთხელ ყვება, რომ არ ჰქონდა მისი ოჯახის გადარჩენის იმედი და ფიქრობდა, რომ მისი დისშვილი მაინც გადაერჩინა.
"მეწყერი მოდიდოა ზუსტად ჩვენ პირდაპირ, ამის ახსნა რაღატომ მჭირდება, ამის მოყოლა ჩვენი ხელისუფლებისთვის არ ვიცი. ვერ გაიგეს ვერც მაშინ და ალბათ არც ამ ისტორიას არ მიიტანენ გულთან. საშინელ დღეში ვარ, ვერც ვყვები ვერაფერს, მონაყოლი მაქვს ათასჯერ და რაღატომ სჭირდება არ ვიცი", - ამბობს ის.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 40

Natalia Vassilieva

(718) 676-9061
BROOKLYN, NY
NO IMAGE
  • 60

Maia Beridze

(347) 236-5921
,
  • 60

Sendex

(929) 442 1252
Brooklyn, NY
  • 60

გენ. საკონსულო ნიუ იორკში

(212) 922-1722
New York, NY
  • 80

ია შუბითიძე

(706) 242-7354
Cumming, GA