გასულ ღამეს რუსეთმა ოდესას 3-ჯერ შეუტია - უკრაინული მხარის ცნობით, ყველა თავდასხმა მოიგერიეს
გასულ ღამეს რუსმა ოკუპანტებმა ოდესას 3-ჯერ შეუტიეს, რის შედეგადაც 3 ადამიანი დაშავდა. მათ სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს.
უკრაინის საჰაერო ძალებში აცხადებენ, რომ ყველა შეტევა მოიგერიეს - ჩამოაგდეს 15 დრონი და
8 "კალიბრის" ტიპის რაკეტა.
ჩამოგდებული ნამსხვრევებით დაზიანდა ერთ-ერთი სასწავლო დაწესებულების საერთო საცხოვრებელი და სუპერმარკეტი. ამას გარდა, აფეთქებების ტალღამ დააზიანა რამდენიმე კორპუსის მინები, აივნები და ავტომობილები.
ხანძარი გაჩნდა ორ ობიექტზეც, რომლის ლიკვიდაციაზეც მეხანძრე-მაშველები მუშაობენ.